ეპიდემიოლოგები პირბადის ტარების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელი პირბადით
გამვლელი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში არა შეზღუდვების დაწესების, არამედ არსებული წესების დაცვის პრობლემაა
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ეპიდემიოლოგებთან ერთად პირბადის ტარების უზრუნველყოფისთვის ახალ წესებზე მუშაობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
ამჟამად საქართველოში პირბადის ტარება მხოლოდ დახურულ შენობებსა და ტრანსპორტშია აუცილებელი.
„მიმდინარე პერიოდში ნიღბის გამოყენება, სოციალური დისტანციის დაცვა და ის უკიდურესად მნიშვნელოვანი ზომები, რაც დღეს დადგენილია, უნდა შესრულდეს. ჩვენ დავაანონსეთ, რომ საკოორდინაციო საბჭო კიდევ დამატებით იმსჯელებს მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე რეგულაციებზე და ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი კიდევ გახდება განხილვის თემა“, – განაცხადა გაბუნიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად საქართველოში პრობლემაა არა ის, რომ შეზღუდვები დაწესდეს, არამედ ის, რომ არსებული წესები იყოს დაცული.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
ექიმები კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ზომების გამკაცრებას მოითხოვენ
„პირბადის გამოყენებისთვის ჩვენ ვცადეთ სხვადასხვა გზა. ეს იყო ნებაყოფლობითი გამოყენება, იყო სანქცირება. დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა იქნება ოპტიმალური მიდგომა, რათა რეალურად პირბადის გამოყენების მოთხოვნა აღსრულდეს. ამ შეთხვევაში ფორმალურად რაიმე რეგულაციების შემოტანა უბრალოდ აზრს მოკლებულია. ამდენად, რაც არ უნდა სავალდებულობა მოვითხოვოთ კიდევ დამატებით, თუ არ იქნა ინდივიდუალურ დონეზე ამის აღსრულება, ძალიან გაგვიჭირდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.
საქართველო ამჟამად კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკზეა. ბოლო დღე–ღამეში ინფექციის 4.216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან ვირუსი 444.569 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 397240, ხოლო გარდაიცვალა 6.054 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0