https://sputnik-georgia.com/20210807/Tbilservis-jgufis-TanamSromlebma-gaficva-Sewyvites-252528494.html
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
Sputnik საქართველო
კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ მალე მოხდება სპეცტექნიკის განახლება, ისინი ასევე მიიღებენ ახალ უნიფორმებს, პირველი იანვრიდან კი გაეზრდებათ... 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T15:39+0400
2021-08-07T15:39+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23692/04/236920454_0:16:1200:695_1920x0_80_0_0_ea4c712357b22d10808e806e430dab8e.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა>>მუნიციპალური სამსახურის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გუშინ, 7 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ სპეცტექნიკისა და უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.„თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროფკავშირების წარმომადგენელი ესწრებოდა.პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმებულების 7-პუნქტიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შვიდიდან ექვსი პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალისწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი – პირველი იანვრიდან.დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიღებულ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდნენ.
https://sputnik-georgia.com/20210807/kaxa-kalaZe-Tbilisis-quCebis-dasufTaveba-252526998.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23692/04/236920454_0:0:1200:754_1920x0_80_0_0_99d30c746410df5777059b7942e32327.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს
15:39 07.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) კომპანიის ხელმძღვანელობა თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ მალე მოხდება სპეცტექნიკის განახლება, ისინი ასევე მიიღებენ ახალ უნიფორმებს, პირველი იანვრიდან კი გაეზრდებათ ხელფასები.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, იუწყება ტელეკომპანია „
იმედი".
მუნიციპალური სამსახურის „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გუშინ, 7 აგვისტოს გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, კერძოდ სპეცტექნიკისა და უნიფორმის შეცვლას ითხოვდნენ.
„თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პროფკავშირების წარმომადგენელი ესწრებოდა.
პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრაზე დასაქმებულების 7-პუნქტიანი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შვიდიდან ექვსი პუნქტი, რომელიც კონკრეტულ მოთხოვნებზე კონკრეტული თარიღების მითითებას ითვალისწინებდა, 15 დღეში დაკმაყოფილდება, ხოლო მე-7 პუნქტი - ხელფასის გაზრდა კი – პირველი იანვრიდან.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მიღებულ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამუშაოს დაბრუნებოდნენ.