https://sputnik-georgia.com/20210806/ucxoeli-studentebis-registracia-dges-sruldeba-252519249.html
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს მთავრდება
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს მთავრდება
Sputnik საქართველო
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის, მინიმუმ 23 ქულის დაგროვებას. გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა 6... 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T13:50+0400
2021-08-06T13:50+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
განათლება საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23044/54/230445406_0:154:3095:1895_1920x0_80_0_0_b5b8b243c975ef2cd278b2a29186b78e.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, სამშობლოში სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ, იუწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.უწყების ინფორმაციით, მათ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.მსურველებმა რეგისტრაციის თაობაზე განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღეს 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. განაცხადების მიღება ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც მისამართზე - gancxadebebi@naec.ge.გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.უწყების ცნობით, გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს.იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.
https://sputnik-georgia.com/20210315/ganaTlebis-saministro-studentebs-da-umaRles-saswavleblebs-mimarTavs-251176333.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23044/54/230445406_183:0:2912:2047_1920x0_80_0_0_940ef1711f59b6b7ded6423bd1aa9230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, განათლება საქართველოში , საქართველო
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია დღეს მთავრდება
13:50 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის, მინიმუმ 23 ქულის დაგროვებას. გამოცდაზე რეგისტრაციის ვადა 6 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ, სამშობლოში სწავლის გაგრძელების საშუალება ეძლევათ,
იუწყება გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი.
საუბარია იმ პირებზე, რომლებიც სწავლობდნენ ან სწავლობენ საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში და სწავლის პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთი სემესტრის განმავლობაში მინიმუმ 75 დღე იმყოფებოდნენ.
საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია 15 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.
უწყების ინფორმაციით, მათ საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რომელსაც ორგანიზებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გაუწევს.
მსურველებმა რეგისტრაციის თაობაზე განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დღეს 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. განაცხადების მიღება ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც მისამართზე - gancxadebebi@naec.ge.
გამოცდის თარიღისა და პროცედურების თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
უწყების ცნობით, გამოცდის წარმატებით ჩაბარება ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას გულისხმობს.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყნებში სწავლობენ და საქართველოში სურთ სწავლის გაგრძელება, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019 წლიდან ატარებს.