განათლების სამინისტრო სტუდენტებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიმართავს

© photo: Sputnikთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
გამოწერა
15 მარტიდან სტუდენტები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აუდიტორიებს დაუბრუნდნენ. ამასთან თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება გადაწყვიტოს - განაახლოს თუ არა მეცადინეობა აუდიტორიაში.

თბილისი, 15 მარტი  – Sputnik. საქართველოს უმაღლესმა სასწავლებლებმა სწავლის დასწრებულ ფორმაზე გადასვლასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან რეკომენდაციები მიიღეს.

„თითოეული სტუდენტი, ლექტორი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვალდებულია, ატაროს პირბადე, დაიცვას ყველა ის ჰიგიენის წესი, დისტანცია, რომელიც განსაზღვრულია ჯანდაცვის სისტემის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების შესაბამისად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა.

15 მარტიდან სტუდენტები ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აუდიტორიებში დაბრუნდნენ. ამასთან თითოეული უმაღლესი სასწავლებელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს - განაახლოს მეცადინეობა აუდიტორიაში თუ არა.

© video: Sputnik / STRINGERვაქცინაცია პირდაპირ ეთერში: კოვიდთან ბრძოლის ახალი ეტაპი საქართველოში
განათლების სამინისტრო სტუდენტებს და უმაღლეს სასწავლებლებს მიმართავს - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში: კოვიდთან ბრძოლის ახალი ეტაპი საქართველოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების ეტაპობრივად  შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფსასწავლებლებში ნებადართული გახდა კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების ჩაბარება.

რაც შეეხება სკოლებს, 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0