„თქვენ რომ ჩემი გახარებული ვარდები და პიონები გენახათ“ – ჟურნალისტის მოქარგული ყვავილები

© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeქეთი თვალჭრელიძე
ქეთი თვალჭრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გამოწერა
„მე ჯადოქარი არ ვარ, მხოლოდ ვსწავლობ“ – ამ ცნობილი ფრაზით ახასიათებს საკუთარ თავს ჟურნალისტი ქეთი თვალჭრელიძე, რომელმაც პანდემიის დროს, მოცალეობის ჟამს, ხელში საქსოვი ჩხირები აიღო და, მისდა გასაოცრადაც, საოცარი ყვავილები მოქსოვა.
მანამდე კი რაიონში, საკუთარ ბაღში ყვავილები დარგო და გაახარა. ქეთი იმ დიასახლთა რიცხვშია, ვინც ამ „კოვიდ-საგიჟეთში“ შემოქმედებითად გააქტიურდა და სამომავლოდ გატაცება შეიძლება ძირითად საქმიანობადაც კი აქციოს.
© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeქეთი თვალჭრელიძე მეგობრებთან ერთად
ქეთი თვალჭრელიძე მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი თვალჭრელიძე მეგობრებთან ერთად
- ქეთი, საუბარი რადიო-წარსულის გახსენებით დაიწყოთ, რა გასწავლათ და რა დაგიტოვათ იმ წლებმა?
- რადიო ჩვენი მეორე სახლი იყო, შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ იმ დრომ თითოეულ ჩვენგანს გვასწავლა ურთიერთობები, გაგვზარდა და მოგვცა პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტი. რა დამიტოვა? – ტკბილი მოგონებები გარდასულ დღეთა, მეგობრები და შეძენილი ცოდნა-გამოცდილება, რომელიც არ იკარგება და მუდმივად სხვა ფასეულობის კატეგორიაშია.
© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeმოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვი ჩანთით და ბლუზონით
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვი ჩანთით და ბლუზონით - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვი ჩანთით და ბლუზონით
- როგორ მოხდა, რომ ერთ დღესაც ნაქსოვი ნივთების დამზადება დაიწყეთ?
- ქსოვა ბავშვობაში დავიწყე და მაშინ ამას, რა თქმა უნდა, თამაშის სახე ჰქონდა. მერე ნელ-ნელა ახალი კომბინაციების შექმნის ინტერესი გამიჩნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელით ნაქსოვ ნივთებში სულიერება იკითხება. ქარხნული ანალოგისგან ყოველთვის გამოირჩევა ინდივიდუალურობით და სილამაზით. ამას საკუთარი ხელით ქმნი და შემდგომი ნაბიჯებისთვის ეს გარკვეული სტიმული ხდება.
© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeმოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში
- ძირითადად რას ქსოვთ და რომელი იყო პირველი ნივთი, რომლითაც თავად აღფრთოვანდით?
- პანდემიის დროს, როდესაც თავისუფალი დრო გაჩნდა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ ხელში ავიღე ძაფი, ყაისნაღი და ყვავილების ქსოვა დავიწყე. ოღონდ არ ვიცოდი საბოლოოდ რა შეიქმნებოდა. ერთი თვის თავზე მივიღე ქალის მოკლე მოსაცმელი, რომელზეც უხვად იყო მიმობნეული სხვადასხვა ფერის, ყაისნაღით ნაქსოვი ყვავილები. მინდოდა ჩემი ნამუშევარი ყველას ენახა, თუმცა არ ვიცოდი სხვასაც ჩემსავით მოეწონებოდა თუ არა.
© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeმოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში
- ვისთან „დატესტეთ“ პირველი ნამუშევარი?
- პირველი, ვისაც ისინი შეფასებისთვის გავუგზავნე, დიზაინერი მარინა ხორავა იყო. მისი დადებითი შეფასების შემდეგ თავს უფლება მივეცი სხვადასხვა დროს შექმნილი და გადანახული ჩემი ნამუშევრები სოციალურ ქსელებში გამომემზეურებინა. ამას ბევრი დადებითი კომენტარი მოჰყვა, ჩემს გატაცებას კი კომერციული გაქანება მიეცა.
© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვი ჩანთა
ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვი ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვი ჩანთა
- საკუთარი შემთხვევა რომ განაზოგადოთ, როგორ ახსნით ქართველი დიასახლისების ასეთ შემოქმედებით გააქტიურებას?
- ქალების ძირითადი ნაწილისთვის ქსოვა და ხელსაქმე ამ კოვიდ-საგიჟეთში ნერვების დაწყნარების უებარი წამალია. ნუ იფიქრებთ, რომ ეს შემოსავლის წყარო გახდა ყველასთვის, თუმცა ზოგისთვის ალბათ მართლაც ასეა. პირადად მე წინასწარ არასოდეს ვიცი, რას მოვქსოვ. მე ჯადოქარი არ ვარ, მხოლოდ ვსწავლობ. აი, როცა გავხდები, მერე ზუსტად მეცოდინება რა კატეგორიის ადამიანისთვის და კონკრეტულად რას მოვქსოვ.
© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeმოდელი ქეთი თვალჭრელიძის მოქსოვილ ნივთებში
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის მოქსოვილ ნივთებში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის მოქსოვილ ნივთებში
- ისევ პროფესიას რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე დასამახსოვრებელი გადაცემა გაიხსენეთ...
- ყველა გადაცემა დასამახსოვრებელი იყო, მით უფრო, თუ ის ტელევიზიას უკავშირდება. თუმცა მაინც გამოვყოფ მაშინდელი პირველი არხის საერთაშორისო-პოლიტიკური რედაქციის გადაცემას „მერიდიანი“, რომლის წამყვანი იყო ზურაბ მჭედლიშვილი, თანაწამყვანი კი მე, 20 წლის გამოუცდელი ჟურნალისტი. ზურას გარდა გადაცემის წამყვანები სხვადასხვა დროს იყვნენ გელა ჩარკვიანი, ალექსანდრე რონდელი და კიდევ ბევრი ცნობილი სახე.
© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeმოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში
- რესპონდენტებდან ვინ დაგამახსოვრდათ?
- რესპონდენტებს შორის იყვნენ ცნობილი პოლიტიკოსები და სახელმწიფოს პირველი პირები. ხელოვნების მუშაკებიდან რთულია ვინმე გამოვყო, თუმცა ალექსანდრ კალიაგინთან შეხვედრამ დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით დაუვიწყარია ტელეკომპანია „ალანიაში“ მუშაობის პერიოდი, ვინაიდან ამ ტელევიზიის არსებობა პირდაპირი მნიშვნელობით ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა – ეს იყო საერთო სივრცის შექმნა დაკარგულ ტერიტორიებზე მყოფი მოქალაქეებისთვის.
© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeმოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
მოდელი ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვ ჟაკეტში
- როგორც ჟურნალისტი, საკუთარ თავს რა შეკითხვას დაუსვამდით?
- ცხოვრების თავიდან დაწყების შემთხვევაში ისევ ჟურნალისტიკას თუ ავირჩევდი? ალბათ პასუხიც გაინტერესებთ – რა თქმა უნდა, ავირჩევდი...
© photo: courtesy of Keti Tvalchrelidzeქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვი ჩანთა
ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვი ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქეთი თვალჭრელიძის ნაქსოვი ჩანთა
- გავიგე, რომ ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად ძირითად დროს რაიონში ატარებთ...
- ამ თემაზე ყოველთვის რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს ისტორია მახსენდება საკუთარ მამულში კომბოსტო რომ მოჰყავდა. ჰოდა, თქვენ რომ ჩემი გახარებული ვარდები და პიონები განახათ... რაიონში საცხოვრებლად არ გადმოვსულვართ, თუმცა ჩემი მეუღლის მამაპაპეულ სახლში დიდ დროს ვატარებთ. აქ გვაქვს პატარა ბოსტანი, ბევრი ხეხილი და ულამაზესი ყვავილები. ეს ყველაფერი სიცოცხლეს გვიფერადებს, რადგან ბუნებასთან ჰარმონიაში ვართ და ეს შეგრძნება სიამოვნებასა და ბედნიერებას გვანიჭებს...
 
ყველა ახალი ამბავი
0