მორიგი ვერცხლი საქართველოს აქტივში – პეტრიაშვილი ფინალში დამარცხდა

© REUTERS / PIROSCHKA VAN DE WOUWგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
გენო პეტრიაშვილმა, მიუხედავად მოპოვებული უპირატესობისა, ფინალური ორთაბრძოლა ამერიკელ სპორტსმენთან წააგო. მის მიერ მოპოვებული ვერცხლი საქართველოსთვის ტოკიოში მოპოვებული მერვე მედალია.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 
სალომე ფაჟავა - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
ქართველი ფალავანი, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ფინალურ ეტაპზე ამერიკელ გეიბლ დან სტივენსონს შეხვდა.
ორთაბრძოლის პირველ პერიოდში უპირატესობას ამერიკელი მოჭიდავე ფლობდა და პირველი ნახევარი მან 4:0 მოიგო. მეორე პერიოდში ინიციატივა უკვე პეტრიაშვილმა აიღო და ზედიზედ 8 ქულა მიითვალა. პეტრიაშვილის უპირატესობის მიუხედავად (8:5), სტივესონმა ბოლო წამებზე აქტიურ ჭიდაობას მიმართა, რამაც შედეგი გამოიღო და საბოლოოდ ქართველი ფალავანი ანგარიშით 8:10 დამარცხდა.
პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო და თავიდან ეგვიპტელი კამალ აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა. მეოთხედფინალში ქართველმა ჩინელ ჟივეი დენგის 5:2 სძლია, ხოლო ნახევარფინალში მან ირანელი ამირ ჰოსეინ ზარეს ბარიერი დაძლია.
27 წლის გენო პეტრიაშვილის კარიერაში უკვე ორი ოლიმპიური მედალია. ქართველმა მოჭიდავემ 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიპოვა, ტოკიოში კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის რვა მედალია, რაც საქართველოსთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური