https://sputnik-georgia.com/20210805/vin-iasparezebs-saqartvelodan-tokios-olimpiadaze-6-agvistos-252514472.html
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
Sputnik საქართველო
ხვალ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი გამოვა – თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე და მხატვრული... 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T20:11+0400
2021-08-05T20:11+0400
2021-08-05T22:47+0400
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24769/54/247695424_0:0:3072:1738_1920x0_80_0_0_41ca6b6723a61eb14ce97971a3145516.jpg
გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა (–125 კგ) გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.პეტრიაშვილის მედალი საქართველოს მიერ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მერვე ჯილდო იქნება.დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნის საუკეთესო შედეგია. ჩვენმა გუნდმა მანამდე შვიდ-შვიდი მედალი მოიპოვა ლონდონსა და რიო-დე-ჟანეიროში.ელიზბარ ოდიკაძე, თავისუფალი ჭიდაობა (–97 კგ) თავისუფალი ჭიდაობა, ელიზბარ ოდიკაძე
ელიზბარ ოდიკაძე ტოკიოს თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ბოლო წარმომადგენელია.2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ოდიკაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა და დიდი იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე ოლიმპიადაზე სპორტსმენი საკუთარი შედეგის გაუჯობესებას შეძლებს, რაც არცთუ მარტივი იქნება.მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე ოდიკაძემ ორჯერ მეხუთე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთხელ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. გაცილებით უკეთესად და სტაბილურად ასპარეზობს იგი ევროპის ჩემპიონატებზე.სალომე ფაჟავა, მხატვრული ტანვარჯიში სალომე ფაჟავა
სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიადაზე მასპინძლის კვოტით მოხვდა – რადგან იაპონელებს ორი ლიცენზია მსოფლიოს ჩემპიონატისა და მსოფლიო თასის შედეგებით უკვე ჰქონდათ მოპოვებული, ამდენად ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ მათი კუთვნილი კიდევ ერთი ადგილი თავისი შეხედულებისამებრ განკარგა და ის ქართველ სპორტსმენს უბოძა.ხუთი წლის წინ რიოს ოლიმპიადაზე ფაჟავამ 26 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა. ქართველი ტანმოვარჯიშისგან მედლის მოპოვება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ფინალში გასვლაც წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.ფაჟავა საქართველოს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე მედალი მოიპოვა. 2015 წელს ბაქოს ევროპულ თამაშებზე ფაჟავამ ბაფთით ვარჯიშში მესამე ადგილი დაიკავა.აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველმა ტანმოვარჯიშემ მსოფლიო თასის ეტაპებზე მეოთხე ადგილი დაიკავა – ბაქოში (2018) გურძებით ვარჯიშში და პეზაროში (იტალია, 2019) ბაფთით ვარჯიშში.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24769/54/247695424_0:0:3072:1930_1920x0_80_0_0_cdf483b0294b574558b783539f876289.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 6 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
20:11 05.08.2021 (განახლებულია: 22:47 05.08.2021) ხვალ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით სამი სპორტსმენი გამოვა – თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი და ელიზბარ ოდიკაძე და მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა.
გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭიდაობა (–125 კგ)
გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი გენო პეტრიაშვილი, რომელიც 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
პეტრიაშვილის მედალი საქართველოს მიერ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული მერვე ჯილდო იქნება.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს ოლიმპიურ თამაშებზე ქვეყნის საუკეთესო შედეგია. ჩვენმა გუნდმა მანამდე შვიდ-შვიდი მედალი მოიპოვა ლონდონსა და რიო-დე-ჟანეიროში.
ელიზბარ ოდიკაძე, თავისუფალი ჭიდაობა (–97 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა, ელიზბარ ოდიკაძე
ელიზბარ ოდიკაძე ტოკიოს თამაშებზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების ბოლო წარმომადგენელია.
2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ოდიკაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა და დიდი იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე ოლიმპიადაზე სპორტსმენი საკუთარი შედეგის გაუჯობესებას შეძლებს, რაც არცთუ მარტივი იქნება.
მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე ოდიკაძემ ორჯერ მეხუთე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთხელ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. გაცილებით უკეთესად და სტაბილურად ასპარეზობს იგი ევროპის ჩემპიონატებზე.
სალომე ფაჟავა, მხატვრული ტანვარჯიში
სალომე ფაჟავა ტოკიოს ოლიმპიადაზე მასპინძლის კვოტით მოხვდა – რადგან იაპონელებს ორი ლიცენზია მსოფლიოს ჩემპიონატისა და მსოფლიო თასის შედეგებით უკვე ჰქონდათ მოპოვებული, ამდენად ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ მათი კუთვნილი კიდევ ერთი ადგილი თავისი შეხედულებისამებრ განკარგა და ის ქართველ სპორტსმენს უბოძა.
ხუთი წლის წინ რიოს ოლიმპიადაზე ფაჟავამ 26 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა. ქართველი ტანმოვარჯიშისგან მედლის მოპოვება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ფინალში გასვლაც წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.
ფაჟავა საქართველოს პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებზე მედალი მოიპოვა. 2015 წელს ბაქოს ევროპულ თამაშებზე ფაჟავამ ბაფთით ვარჯიშში მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველმა ტანმოვარჯიშემ მსოფლიო თასის ეტაპებზე მეოთხე ადგილი დაიკავა – ბაქოში (2018) გურძებით ვარჯიშში და პეზაროში (იტალია, 2019) ბაფთით ვარჯიშში.