https://sputnik-georgia.com/20210806/ceskos-Tavmjdomare-arasamTavroboebs-Sexvda-252525250.html
ცესკოს ახალი თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ცესკოს ახალი თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
Sputnik საქართველო
გიორგი კალანდარიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები... 06.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-06T20:46+0400
2021-08-06T20:46+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23339/15/233391522_0:0:1500:850_1920x0_80_0_0_6b0d6af6111804c64e8e8465ed6614ac.jpg
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, იუწყება ცესკოს პრეს-სამსახური.გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი მოადგილე გიორგი სიორიძე წარუდგინა.შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.„ჩვენი ხედვაა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ისინი იყვნენ ჩართული ყველა იმ პროცესში, სადაც მათი მოსაზრებები და კომპეტენციები იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ ამ პროცესების დაგეგმვა, განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო გაჯანსაღება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა.მისი თქმით, ეს 2 ოქტომბერს ყველა ამომრჩეველს თავისუფალ და მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. მის კანდიდატურას ამ პოსტზე 2 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა სამის წინააღმდეგ.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
https://sputnik-georgia.com/20210804/cesko-masmedias-da-organizaciebs-drouli-registraciisken-mouwodebs-252506262.html
https://sputnik-georgia.com/20210804/saqartveloshi-winasaarchevno-kampania-daiwyo-252502627.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23339/15/233391522_0:0:1500:944_1920x0_80_0_0_e9f51b4dea85bf1b31c9d6673162ef1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
ცესკოს ახალი თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
20:46 06.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) გიორგი კალანდარიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან 2 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა,
იუწყება ცესკოს პრეს-სამსახური.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ცესკოში გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი მოადგილე გიორგი სიორიძე წარუდგინა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ჩვენი ხედვაა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ისინი იყვნენ ჩართული ყველა იმ პროცესში, სადაც მათი მოსაზრებები და კომპეტენციები იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ ამ პროცესების დაგეგმვა, განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, რათა ერთობლივად უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო გაჯანსაღება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ეს 2 ოქტომბერს ყველა ამომრჩეველს თავისუფალ და მაღალი სტანდარტებით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდარიშვილი უხელმძღვანელებს. მის კანდიდატურას ამ პოსტზე 2 აგვისტოს გამართულ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა სამის წინააღმდეგ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.