საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო: ცესკომ ღონიძიებების სრული სია გამოაქვეყნა

© Sputnik / Alex Shlamovცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება არჩევნები, რომელზეც ქვეყნის მოსახლეობა მერებს და საკრებულოების დეპუტატებს აირჩევს.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებისთვის წინასაარჩევნო ღონისძიებების პროგრამა დაამტკიცა.
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ახალი აკრძალვები:
დღეიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ქვეყნის ბიუჯეტში, ასევე მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი პროექტების შესახებ. 
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
არჩევნები 2021: ოპოზიცია უახლოეს დღეებში რეგიონებში საკუთარ კანდიდატებს დაასახელებს
ასევე 2 ოქტომბრამდე აკრძალულია პენსიების მომატება, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ან სხვა გასაცემლების ზრდა.
ძალაში შედის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების განსაკუთრებული წესები, რომლებიც იმოქმედებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და მის შემდგომ კიდევ ერთი თვის განმავლობაში.
გარდა ამისა, პარტიებს არჩევნების შედეგების შეჯამებამდე საკუთარი წარმომადგენლების ცესკოდან გაწვევის უფლება არ აქვთ.
საარჩევნო კამპანიის გრაფიკი
3 აგვისტო
– დაიწყო პარტიების რეგისტრაცია, რომლებიც მონაწილეობდნენ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ან ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში.
– გამოცხადდა კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის მიზნით.
4 აგვისტო
– პარტიებიდან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის პროცედურის დაწყება.
5 აგვისტო
– სრულდება საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტთა საბუთების ცესკოში წარდგენა.
6 აგვისტო
– სრულდება საკრებულოს არჩევნებში მონაწილოების მისაღებად პარტიების განაცხადების მიღება, რომლებსაც ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში ან მონაწილეობდნენ წინა არჩევნებში.
8 აგვისტო
– ქვეყნდება ამომრჩეველთა რაოდენობა.
– მუნიციპალიტეტის ორგანოები ცესკოში წარადგენენ იმ შენობა-ნაგებობების ნუსხას, სადაც შესაძლებელია ჩატარდეს წინასაარჩევნო კამპანია.
– ცესკო წარმოადგენს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.
– სრულდება პარტიების რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
– ტარდება კენჭისყრა ბიულეტენში რიგითი ნომრების განსასაზღვრად.
გამოკითხვა არჩევნების წინ: პოლიტიკოსთა მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება>>>
9 აგვისტო
– იწურება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტთა საბუთების საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენა.
10 აგვისტო
– პარტიის მიერ განცხადებისა და საბუთების შესწორების ბოლო ვადა და მათი ცესკოში წარდგენა.
– ქვეყნდება იმ შენობების სია, სადაც წინასაარჩევნო აგიტაცია არის დაშვებული.
– სრულდება პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ცესკოში წარდგენის პროცედურა.
13 აგვისტო
– ხდება საარჩევნო უბნის საზღვრების და საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე შენობების ნუსხის საბოლოო ფორმირება.
– ფინანსთა სამინისტრო ცესკოს არჩევნების ჩასატარებლად ფულს გამოუყოფს.
– ხდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცება.
– ძალაში შედის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის ტარიფები.
– იწყება წინასაარჩევნო რეკლამის განთავსება.
16 აგვისტო
– იწყება საინიციატივო ჯგუფების მიერ საკრებულოში მაჟორიტარი დაპუტატობისა და მერობის კანდიდატების წარდგენის პროცედურა.
17 აგვისტო
– სრულდება საუბნო საარჩევნო კომისიის რვა დამოუკიდებელი წევრის არჩევის პროცედურა.
18 აგვისტო
– პარტიები საუბნო კომისიებში თავიანთ წევრებს წარადგენენ.
23 აგვისტო
– სრულდება საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის ან მერობის კანდიდატების მხარდამჭერთა სიების მიღება. 
1 სექტემბერი
– სრულდება საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატების რეგისტრაცია.
2 სექტემბერი
– ტარდება საუბნო კომისიების პირველი სხდომები.
– იწურება პარტიების პროპორციული სიების წარდგენა.
– იწყება საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის და მერობის კანდიდატების განაცხადების მიღება.
– ქვეყნდება არჩევნებში მონაწილე პარტიების საბოლოო სია.
– სრულდება საინიციატივო ჯგუფების მიერ საკრებულოში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატების რეგისტრაცია.
– ტარდება კენჭისყრა საინიციატივო ჯგუფების კანდიდატებისთვის.
პასუხისმგებლობას ვიღებთ: პრემიერი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებაზე>>>
7 სექტემბერი
– ქვეყნდება პარტიული სიები.
– ქვეყნდება მაჟორიტარი კანდიდატების სიები.
8 სექტემბერი
– სრულდება პარტიების მერობის კანდიდატების რეგისტრაცია.
11 სექტემბერი
– ამომრჩევლებისთვის ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის მითითების ბოლო ვადა.
12 სექტემბერი
– პარტიებს საუბნო კომისიებიდან თავიანთი წევრების გაწვევა ეკრძალებათ.
14 სექტემბერი
– პარტიების დამკვირვებლებისთვის ხელმისაწვდომი ხდება ამომრჩეველთა სამაგიდო სიები.
17 სექტემბერი
– იქნება სპეციალური უბნები ციხეებში, საავადმყოფოებში, მოხუცებულთა სახლებში, შშმ პირებისთვის განკუთვნილ პანსიონატებსა და სხვა სპეცდაწესებულებებში.
18 სექტემბერი
– იწყება სპეცუბნების კომისიების წევრებისთვის კონკურსი.
– პარტიები წარადგენენ თავიანთ კომისიის წევრებს სპეცუბნებზე.
19 სექტემბერი
– იკრძალება ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
20 სექტემბერი
– პარტიებს და საინიციატივო ჯგუფებს არჩევნებიდან საკუთარი დეპუტატობის კანდიდატების მოხსნის შესაძლებლობა ეძლევათ.
– მერობის კანდიდატებს შეუძლიათ საკუთარი კანდიდატურების მოხსნა.
22 სექტემბერი
– იწყება საარჩევნო ბიულეტენების შევსება.
– სრულდება კლინიკებსა და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული ამომრჩევლების სიების მიღება.
– იწყება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების განცხადების მიღება.
23 სექტემბერი
– სრულდება სპეცუბნებისთვის საუბნო კომისიების ფორმირების პროცესი.
25 სექტემბერი
– იწყება საერთაშორისო სადამკვირებლო ორგანიზაციებისგან განაცხადების მიღება.
27 სექტემბერი
– ქვეყნდება ამომრჩევლების საბოლოო სია.
– მედიისთვის არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაციის მიღების ბოლო ვადა.
28 სექტემბერი
– საერთაშორისო დამკვირვებლების რეგისტრაციის ბოლო ვადა.
29 სექტემბერი
– დგება იმ ამომრჩევლების სია, რომლებმაც ხმა გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით უნდა მისცენ.
– ადგილობრივი დამკვირვებლების რეგისტრაციის ბოლო ვადა.
– სრულდება მედიისთვის აკრედიტაციის გაცემა.
1 ოქტომბერი
– უბნებზე მიაქვთ ბიულეტენები.
– უბნებზე მიაქვთ ამომრჩეველთა სიები.
2 ოქტომბერი
– კენჭისყრის დღე.
 
ყველა ახალი ამბავი
0