https://sputnik-georgia.com/20210805/shss-opoziciur-medias-dezinpormaciis-gavrcelebashi-adanashaulebs-252514205.html
შსს ოპოზიციურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
შსს ოპოზიციურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე ნასამართლევი პირი დაინიშნა. 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T19:54+0400
2021-08-05T19:54+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23200/99/232009960_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_b9089502e7498754deaeeaf20dfce8ee.jpg
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაღდათის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ წარსულში ნასამართლევი პირის დანიშვნის შესახებ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნების წინ რეგიონებში ძალების მობილიზება დაიწყო და ბაღდათის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ნასამართლევი პირი გოგა კბილაშვილი დანიშნა.როგორც შსს-ში აღნიშნეს, კბილაშვილი უწყებაში 2003 წლიდან მუშაობს და არასდროს ყოფილა ნასამართლევი.„აღნიშნული ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება წარმოადგენს „ფეიკნიუსის" კლასიკურ მაგალითს. არც ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. მედიასაშუალებების მიერ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად პოლიციის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უწყების მიმართ ნდობის შესუსტება და პოლიციელთა დისკრედიტაცია”, – ნათქვამია შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.შსს საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს, ინფორმაცია სანდო წყაროებთან გადაამოწმონ.
https://sputnik-georgia.com/20210802/gomelaurma-uwyebis-ganvitarebis-10-wliani-gegma-waradgina-252488668.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23200/99/232009960_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_632bd7250f444afe815ecf0c929b7ca5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
შსს ოპოზიციურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
19:54 05.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე ნასამართლევი პირი დაინიშნა.
თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაღდათის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ წარსულში ნასამართლევი პირის დანიშვნის შესახებ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ოპოზიციური ტელეკომპანია „
მთავარის“ ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნების წინ რეგიონებში ძალების მობილიზება დაიწყო და ბაღდათის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ნასამართლევი პირი გოგა კბილაშვილი დანიშნა.
როგორც შსს-ში აღნიშნეს, კბილაშვილი უწყებაში 2003 წლიდან მუშაობს და არასდროს ყოფილა ნასამართლევი.
„აღნიშნული ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება წარმოადგენს „ფეიკნიუსის" კლასიკურ მაგალითს. არც ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. მედიასაშუალებების მიერ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად პოლიციის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უწყების მიმართ ნდობის შესუსტება და პოლიციელთა დისკრედიტაცია”, – ნათქვამია შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
შსს საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდებს, ინფორმაცია სანდო წყაროებთან გადაამოწმონ.