https://sputnik-georgia.com/20210802/gomelaurma-uwyebis-ganvitarebis-10-wliani-gegma-waradgina-252488668.html
მინისტრმა გომელაურმა უწყების განვითარების 10–წლიანი გეგმა წარადგინა
მინისტრმა გომელაურმა უწყების განვითარების 10–წლიანი გეგმა წარადგინა
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს პროექტების წარმატებით განხორციელებაში მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების გვერდში დგომას, რისთვისაც მათ... 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T23:13+0400
2021-08-02T23:13+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252487542_0:0:1400:792_1920x0_80_0_0_fb296fcf260522a0957b36f18df7d8fa.png
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყების განვითარების 10–წლიანი გეგმა წარადგინა. სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პრემიერ–მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპკორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები. „რეფორმები, რომლებსიც ჩვენ დავიწყეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ჩვენგანს, როგორც რიგით პოლიციელს, ასევე, ყველა ხელმძღვანელ პირს. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი“, – განაცხადა გომელაურმა.შინაგან საქმეთა მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა უახლოეს 10 წელში დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც სამინისტროს საქმიანობის განვითარებას ისახავს მიზნად.კერძოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში:– მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლისთვის დასრულდება საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნა;– 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფი, დედაქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება;– დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს;– უახლოეს ხანში საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში;– სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, სახელმწიფო საზღვარი სრულად აღიჭურვება საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გაძლიერდება სანაპირო დაცვის ფლოტი. სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა;– ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით;- 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი;– პოლიციელებისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. 10-წლიან პერიოდში გაგრძელდება შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა;აშენდება: პოლიციის 30 შენობა, სასაზღვრო პოლიციის 20 შენობა, საგანგებო სიტუაციების 90 პუნქტი, დროებითი მოთავსების 2 იზოლატორი, 1 საექსპერტო შენობა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 ობიექტი, შსს-ს არქივის შენობა, მიგრაციის დეპარტამენტის ერთი შენობა.შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში დახმარებისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
https://sputnik-georgia.com/20210802/gomelaurma-avstralieli-qalis-saqmeze-komentari-gaaketa-252487489.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252487542_0:0:1400:880_1920x0_80_0_0_17d411f456c8155035e8f75615db0b28.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველო
მინისტრმა გომელაურმა უწყების განვითარების 10–წლიანი გეგმა წარადგინა
23:13 02.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს პროექტების წარმატებით განხორციელებაში მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების გვერდში დგომას, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უწყების განვითარების 10–წლიანი გეგმა
წარადგინა.
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ პრემიერ–მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპკორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები.
„რეფორმები, რომლებსიც ჩვენ დავიწყეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ჩვენგანს, როგორც რიგით პოლიციელს, ასევე, ყველა ხელმძღვანელ პირს. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი“, – განაცხადა გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა უახლოეს 10 წელში დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც სამინისტროს საქმიანობის განვითარებას ისახავს მიზნად.
კერძოდ, მომდევნო 10 წლის განმავლობაში:
– მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლისთვის დასრულდება საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნა;
– 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფი, დედაქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება;
– დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს;
– უახლოეს ხანში საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში;
– სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, სახელმწიფო საზღვარი სრულად აღიჭურვება საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გაძლიერდება სანაპირო დაცვის ფლოტი. სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა;
– ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით;
- 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი;
– პოლიციელებისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია. 10-წლიან პერიოდში გაგრძელდება შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა;
აშენდება: პოლიციის 30 შენობა, სასაზღვრო პოლიციის 20 შენობა, საგანგებო სიტუაციების 90 პუნქტი, დროებითი მოთავსების 2 იზოლატორი, 1 საექსპერტო შენობა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 ობიექტი, შსს-ს არქივის შენობა, მიგრაციის დეპარტამენტის ერთი შენობა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში დახმარებისთვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.