საქართველოში გადასახადების გადახდა გამარტივდება

© photo: Sputnikფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა  სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამარტივდება და გაუქმდება მთელი რიგი ტრანზაქციები კომპანიასა და შემოსავლების სამსახურს შორის, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა
 
თბილისი, 5 აგვისტო  — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მასშტაბური რეფორმა დაგეგმა, რომლის თანახმად გადასახადების გადახდა გაცილებით იოლი იქნება, არაგადამხდელთა რაოდენობა კი შემცირდება, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს 10–წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას. 
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
ფინანსთა მინისტრი: 2026 წლისთვის სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად შემცირდება
გადასახადებიდან შემოსავალი ბიუჯეტის შემოსავლის ერთ–ერთი ძირითადი მუხლია. ამასთან, საქართველოში გადასახადების ადმინისტრირება ძალზე მარტივია – ერთი ფანჯრის პრონციპით.
„ნული ფანჯრის“ პრინციპი არის პროექტი, რომლის რეალიზაციაზეც მუშაობს ფინანსთა სამინისტრო. ეს გულისხმობს საგადასახადო დეკლარირების პროცესის სრულ ავტომატიზაციას“, – განაცხადა ხუციშვილმა.
მისი თქმით, სრული ავტომატიზაცია გულისხმობს ავტომატური დეკლარირების აღრიცხვის სისტემების დანერგვას, როდესაც ბიზნეს-ტრანზაქციის დროს, თანხის ჩარიცხვისას, ავტომატურად მოხდება გადასახადის გადახდაც და თანხის დეკლარირებაც.
 „შედეგად, გაქრება გადახდისა და დეკლარირების რუტინული პროცედურა და დაიზოგება რესურსი, განულდება შეცდომის რისკი და შემცირდება არაკეთილსინდისიერ გადამხდელთა რაოდენობა“, - განაცხადა ხუციშვილმა.
2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროების განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.
არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური