რამდენი კრედიტი გაძვირდა ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ

© photo: Sputnik / Stringerლარის კუპიურები
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 9,5-დან 10 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. საქართველოში რეფინანსირების განაკვეთის 0,5%-ით გაზრდამ 140 ათასზე მეტი კრედიტის გაძვირება გამოიწვია, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ განცხადებაში.
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 9,5-დან 10 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
შედეგად გაიზარდა 7,825 მლრდ ლარის 140,1 ათასი კრედიტი.
„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციას ასევე მოჰყავს სტატისტიკა, თუ რომელი კრედიტები გაძვირდა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გამო.
კრედიტის სახე კრედიტების რაოდენობა მოცულობა, მლნ ლარი
იპოთეკური 60.300 2.868,1
სამომხმარებლო 45.400 1.005
ბიზნეს–კრედიტი 30.400 3.779
ავტოკრედიტი 700 19,2
გაურკვეველი დანიშნულების 3.300 101,2
ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 5 აგვისტოს არის 3,1022 GEL/$1.
ყველა ახალი ამბავი
0