https://sputnik-georgia.com/20210804/erovnuli-banki-monetarul-politikas-amkacrebs-252504442.html
ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს
ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს
Sputnik საქართველო
უწყების ცნობით, საქართველოში ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9 პროცენტი შეადგინა. 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T18:11+0400
2021-08-04T18:11+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_eff86a9c71fa68afc2f1ae54a70c0dba.jpg
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0%–ით განისაზღვრა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია. უწყების ცნობით, საქართველოში ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9% შეადგინა.მარეგულირებლის განახლებული მონაცემებით, ინფლაციის მოკლევადიანი პროგნოზი წინა პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია და, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 9 პროცენტზე მაღალი იქნება.„იმისათვის, რომ დროებითი ფაქტორების შედეგად ფასების ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანად არ მოახდინოს გავლენა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას“- აღნიშნავენ უწყებაშიეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ამგვარი პოლიტიკით და ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 15 სექტემბერს გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20210730/fasebi-da-inflacia-saqarTveloSi-erovnuli-bankis-axali-mimoxilva-252466243.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/77/234067746_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_b2614327c99a96fb22373b5bf46cd5ce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ახალი ამბები, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს
18:11 04.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) უწყების ცნობით, საქართველოში ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9 პროცენტი შეადგინა.
თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 4 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო – მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.0%–ით განისაზღვრა,
ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2020 წლის აპრილიდან დაიწყო. ამას წინ უძღოდა გრძელვადიანი გამკაცრების პერიოდი, რომელიც მარეგულირებელმა 2019 წლის სექტემბრიდან ლარის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ზეწოლის გასანეიტრალებლად დაიწყო. იმ წელს რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, 2020 წლის აგვისტოში კი 8%-მდე დაიწია.
უწყების ცნობით, საქართველოში ივლისის წლიურმა ინფლაციამ მოულოდნელად მაღალი, 11.9% შეადგინა.
მარეგულირებლის განახლებული მონაცემებით, ინფლაციის მოკლევადიანი პროგნოზი წინა პროგნოზებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია და, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2021 წელს, სხვა თანაბარ პირობებში, საშუალოდ 9 პროცენტზე მაღალი იქნება.
„იმისათვის, რომ დროებითი ფაქტორების შედეგად ფასების ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანად არ მოახდინოს გავლენა, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას“- აღნიშნავენ უწყებაში
ეროვნულ ბანკში ფიქრობენ, რომ ამგვარი პოლიტიკით და ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 15 სექტემბერს გაიმართება.