ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების  „მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა

© photo: Sputnik / Maxim Blinov / ფოტობანკში გადასვლაამსტერდამი
ამსტერდამი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
საქართველოდან ნიდერლანდებში ჩასულ საქართველოს მოქალაქეების მიმართ იმოქმედებს სავალდებულო 10-დღიანი კარანტინი.
 
თბილისი, 5 აგვისტო  — Sputnik.  ნიდერლანდებმა საქართველოს ინფიცირების „მაღალი რისკის ქვეყნის“ სტატუსი მიანიჭა, გადაწყვეტილება 8 აგვისტოდან ამოქმედდება, ნათქვამია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გაერთიანებულმა სამეფომ საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა
მანამდე, საქართველოს 8 აგვისტოდან „წითელი ზონის“ ქვეყნების სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც.
საელჩოს ცნობით, საქართველოსთვის ჯერჯერობით ნარჩუნდება ე.წ. „ნარინჯისფერი კოდი“, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ნიდერლანდებში ჩავიდნენ.
თუმცა, 8 აგვისტოდან ნიდერლანდებში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა ვაქცინაციის დამადასტურებელ ცნობასთან ერთად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. გარდა ამისა, ნიდერლანდებში ჩასვლისას ისინი სავალდებულო 10–დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან.
იზოლაციაში მყოფ პირს შესაძლებლობა ექნება კარანტინში ყოფნიდან მეხუთე დღეს ჩაიტაროს PCR-ტესტი და, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დატოვოს იზოლაცია.
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. ბოლო დღე–ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 3.670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 436 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 393 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 5.986 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური