ზოიძე მედლის გარეშე – ქართველ მოჭიდავეს გამარჯვებამდე ერთი ქულა დააკლდა

© photo: Davit Tarkhashvili / FBრამაზ ზოიძე
რამაზ ზოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 32 წლის გერმანელ ფრანკ შტაბლერს შეხვდა და მინიმალური სხვაობით წააგო.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა. 
რამაზ ზოიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
რამაზ ზოიძე დამარცხდა – ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს
ქართველი მოჭიდავე, რომელიც 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გამოცდილ გერმანელ სპორტსმენს ფრანკ შტაბლერს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 4:5 დამარცხდა. თავდაპირველად ზოიძე 5:1-ს აგებდა, თუმცა სხვაობის შემცირება მოახერხა. მაგრამ საბოლოოდ ქართველ სპორტსმენს გამარჯვებამდე ერთი ილეთის შესრულება დააკლდა და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ რამაზ ზოიძემ მერვედფინალურ ეტაპზე მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ლტოლვითა ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ აკერ ალ ობაიდის აჯობა. საბოლოოდ, ქართველი მოჭიდავე მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ირანელ მოჰამადრეზა გერაეისთან მარცხის შედეგად გადაერთო.
ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.
 
ყველა ახალი ამბავი
0