https://sputnik-georgia.com/20210803/ramaz-nozadze-brinjaos-shanss-inarchunebs-252496264.html
რამაზ ზოიძე დამარცხდა – ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს
რამაზ ზოიძე დამარცხდა – ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს
Sputnik საქართველო
რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, რეპეშაჟში მისი მეტოქე კი გერმანელი ფრანკ შტაბლერისა და კოლუმბიელი ხულიან ჰორტა ასევადოს ორთაბრძოლაში გაირკვევა. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T15:25+0400
2021-08-03T15:25+0400
2021-08-04T22:53+0400
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24461/87/244618720_0:16:1000:581_1920x0_80_0_0_1f12ca1499b1f0250c8ac98d5fdfb3c3.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოასპარეზე რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალურ ეტაპზე დამარცხდა. 25 წლის ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაეის შეხვდა და ორთაბრძოლა ანგარიშით 6:1 დათმო. აღსანიშნავია, რომ პირველი პერდიოდი ზოიძემ 1:0 მოიგო, თუმცა დაპირისპირების მეორე ნახევარში ირანელმა ქართველ ფალავანს ზედიზედ ექვსი ქულა აართვა და ფინალის საგზური მოიპოვა.ზოიძე ასპარეზობას ხვალ გააგრძელებს, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ შტაბლერსა და კოლუმბიელ ხულიან ჰორტა ასევადოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გიორგი მელიამ (97 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ).ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.
https://sputnik-georgia.com/20210803/ramaz-zoidze-naxevarpinalshia-252491067.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24461/87/244618720_56:0:984:583_1920x0_80_0_0_2ea4db725a3929c2c363bdfe3611f942.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
რამაზ ზოიძე დამარცხდა – ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს შანსს ინარჩუნებს
15:25 03.08.2021 (განახლებულია: 22:53 04.08.2021) რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, რეპეშაჟში მისი მეტოქე კი გერმანელი ფრანკ შტაბლერისა და კოლუმბიელი ხულიან ჰორტა ასევადოს ორთაბრძოლაში გაირკვევა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოასპარეზე რამაზ ზოიძე (67 კგ) ნახევარფინალურ ეტაპზე დამარცხდა.
25 წლის ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში ირანელ მოჰამადრეზა გერაეის შეხვდა და ორთაბრძოლა ანგარიშით 6:1 დათმო. აღსანიშნავია, რომ პირველი პერდიოდი ზოიძემ 1:0 მოიგო, თუმცა დაპირისპირების მეორე ნახევარში ირანელმა ქართველ ფალავანს ზედიზედ ექვსი ქულა აართვა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ზოიძე ასპარეზობას ხვალ გააგრძელებს, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ შტაბლერსა და კოლუმბიელ ხულიან ჰორტა ასევადოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა გიორგი მელიამ (97 კგ) და ლაშა გობაძემ (87 კგ).
ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.