https://sputnik-georgia.com/20210804/inaSvili-putinisadmi-Ria-werilis-mxardamWerTa-ricxvi-izrdeba-252504702.html
ირმა ინაშვილი: საქართველოში პუტინისადმი ღია წერილის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება
ირმა ინაშვილი: საქართველოში პუტინისადმი ღია წერილის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება
Sputnik საქართველო
ზუსტად რამდენი მომხრე გამოუჩნდა რუსეთი პრეზიდენტისადმი გზავნილს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი 14 აგვისტოს გამოაცხადებს. 04.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-04T18:57+0400
2021-08-04T18:57+0400
2021-10-19T18:02+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/70/237847027_0:0:2000:1130_1920x0_80_0_0_770d7679fa3c57b182f0124a51e2ba6e.jpg
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 14 აგვისტოს აპირებს გამოაქვეყნოს იმ ადამიანების დამატებითი სია, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი პარტიის ღია წერილს ხელი მოაწერეს, დაწერა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა Facebook-ში.პუტინისადმი ღია წერილის შემდეგ: ირმა ინაშვილი მზადაა, მოსკოვში წავიდეს>>ღია წერილის ტექსტი ირმა ინაშვილმა Facebook-გვერდზე გუშინ გამოქვეყნა. წერილის ძირითადი მესიჯი — საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვაა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვის არის განწყობილი.ტექსტში ასევე აღწერილია სიტუაცია მოსახლეობის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტისა და რუსეთთან კეთილმეზობლობის საკითხზე. „პატრიოტები“ ამტკიცებენ, რომ სულ 2 მილიონზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა და ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტს და რუსეთთან დიალოგს.„რუსეთის პრეზიდენტისადმი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ უამრავმა ადამიანმა მხარი დაუჭირა წერილის სულისკვეთებას. 14 აგვისტოს ჩვენ გამოვაქვეყნებთ ხელმომწერთა დამატებით სიას და ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება“, - დაწერა ინაშვილმა.დღესდღეობით წერილზე 42 ხელმოწერაა. ხელმომწერების ძირითადი ნაწილი პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია და 90-იანი წლების პოლიტიკოსი, მათ შორის ყოფილი დეპუტატები და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები.„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. 2014 წელს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე მეოთხე შედეგი აჩვენა (4,72%). 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 5,01% აიღო და პარლამენტში მოხვდა, ხოლო 2020 წლის არჩევნებზე მან 3,14% მიიღო. მიუხედავად შედეგისა, პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, თუმცა პარტიული სიის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც „ალიანსი“ დატოვეს, პარლამენტში შევიდნენ და პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს.
https://sputnik-georgia.com/20210803/saqarTvelos-patriotTa-aliansma-putins-mimarTa-252495558.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23784/70/237847027_0:0:2000:1258_1920x0_80_0_0_c4fc7825780a28780b169cb9089a5fbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ირმა ინაშვილი: საქართველოში პუტინისადმი ღია წერილის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება
18:57 04.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ზუსტად რამდენი მომხრე გამოუჩნდა რუსეთი პრეზიდენტისადმი გზავნილს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი 14 აგვისტოს გამოაცხადებს.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 14 აგვისტოს აპირებს გამოაქვეყნოს იმ ადამიანების დამატებითი სია, რომლებმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი პარტიის ღია წერილს ხელი მოაწერეს, დაწერა პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა
Facebook-ში.
ღია წერილის ტექსტი ირმა ინაშვილმა Facebook-გვერდზე გუშინ გამოქვეყნა. წერილის ძირითადი მესიჯი — საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვაა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვის არის განწყობილი.
ტექსტში ასევე აღწერილია სიტუაცია მოსახლეობის გამოკითხვასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტისა და რუსეთთან კეთილმეზობლობის საკითხზე. „პატრიოტები“ ამტკიცებენ, რომ სულ 2 მილიონზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა და ამ გამოკითხვის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნის სამხედრო ნეიტრალიტეტს და რუსეთთან დიალოგს.
„რუსეთის პრეზიდენტისადმი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ უამრავმა ადამიანმა მხარი დაუჭირა წერილის სულისკვეთებას. 14 აგვისტოს ჩვენ გამოვაქვეყნებთ ხელმომწერთა დამატებით სიას და ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება“, - დაწერა ინაშვილმა.
დღესდღეობით წერილზე 42 ხელმოწერაა. ხელმომწერების ძირითადი ნაწილი პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია და 90-იანი წლების პოლიტიკოსი, მათ შორის ყოფილი დეპუტატები და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. 2014 წელს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე მეოთხე შედეგი აჩვენა (4,72%). 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 5,01% აიღო და პარლამენტში მოხვდა, ხოლო 2020 წლის არჩევნებზე მან 3,14% მიიღო. მიუხედავად შედეგისა, პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, თუმცა პარტიული სიის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც „ალიანსი“ დატოვეს, პარლამენტში შევიდნენ და პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს.