არჩევნები 2021 საქართველოში – რა არის აკრძალული წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო პლაკატები
საარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო; პარალელურად ამოქმედდა აკრძალვები, რომლებიც კენჭისყრის დღემდე იმოქმედებს
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო: ცესკომ ღონიძიებების სრული სია გამოაქვეყნა
ზოგადი აკრძალვები:
დღეიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ქვეყნის ბიუჯეტში.
აკრძალულია მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფო უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ასევე 2 ოქტომბრამდე აკრძალულია პენსიების მომატება, სახელმწიფოს მხრიდან სოციალური ან სხვა გასაცემლების ზრდა.
ვის ეკრძალება აგიტაცია
ძალაში შევიდა აგიტაციის აკრძალვა გარკვეული პირებისთვის.
მაგალითად, აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ:
  • საარჩევნო კომისიების წევრებს
  • მოსამართლეებს
  • პროკურატურის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მოხელეებს
  • გენერალურ აუდიტორს
  • საქართველოს სახალხო დამცველს
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს
  • საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს
  • მოხელეებს სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
  • საკომუნიკაციო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიების წევრებს
  • სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს (გარდა უმაღლესი და პროფესიული სასწავლო დაწესებულებებისა, ხელოვნების სკოლებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა), სახელმწიფო და მუნიციპალური არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებს, დირექტორებს, აღმზრდელებს, პედაგოგებსა და სკოლებში, საბავშვო ბაღებსა თუ სხვა აღმზრდელობით დაწესებულებაში დასაქმებულ სხვა პირებს.
სად იკრძალება აგიტაცია
2 ოქტომბრამდე აკრძალულია აგიტაცია:
  • აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში
  • სასამართლო დარბაზებში
  • სამხედრო ნაწილებში
  • სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებსა თუ პრეზენტაციებზე
  • შენობებში, რომლებიც არ არის შესული აგიტაციისთვის ნებადართულ ჩამონათვალში.
მოსყიდვის აკრძალვა
მთელი წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს ეკრძალებათ:
  • ფულის, საჩუქრებისა და მატერიალური ფასეულობების გადაცემა
  • შეღავათიან ფასად საქონლის გაყიდვა
  • ნებისმიერი საქონლის უფასოდ დარიგება, გარდა სააგიტაციო მასალებისა
  • მოქალაქეებისთვის ფულის, ფასიანი ქაღალდებისა თუ მატერიალური ფასეულობების გადაცემის დაპირება
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის იმ მომსახურებისა და სამუშაოს შესრულება, რომელიც სახელმწიფომ ან რაიონმა უნდა აწარმოოს.
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა
წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში იკრძალება სახელმწიფო ან მუნიციპალური ორგანოებისა თუ კონკრეტული პარტიის ბიუჯეტით დაფინანსებული სხვა ორგანიზაციის შენობების გამოყენება, თუ არჩევნების დანარჩენ მონაწილეებს ხელი არ მიუწვდებათ მასზე ან მსგავსი დანიშნულების სხვა შენობაზე.
წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
ვის დაუჭერს მხარს ამომრჩეველი ადგილობრივ არჩევნებზე – გამოკითხვის შედეგები
აკრძალულია ასევე სახელმწიფო ან საბიუჯეტო დაწესებულებების ტექნიკის, საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურების გამოყენება რომელიმე პარტიისთვის.
პარტიებს ეკრძალებათ შეკრებების ჩატარება მოხელეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების, სახელმწიფო და მუნიციპალური არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლების, დირექტორების, აღმზრდელების, პედაგოგებისა და სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და სხვა აღმზრდელობით დაწესებულებებში დასაქმებული პირების სააგიტაციოდ.
გამოკითხვის ახალი წესები
წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოქმედებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების განსაკუთრებული წესები, რომლებიც ძალაში იქნება არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე და გამოქვეყნებიდან კიდევ ერთი თვის განმავლობაში.
საქართველოს დროშები საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოკითხვა არჩევნების წინ: პოლიტიკოსთა მოსაზრებები მკვეთრად განსხვავდება
წესების თანახმად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას მითითებული უნდა იყოს შემკვეთის სრული მონაცემები, მათ შორის, შემკვეთის სახელწოდება, მისამართი - თუ ეს პარტია ან იურიდიული პირია; ან გვარი და მისამართი - თუ შემკვეთი ფიზიკური პირია.
აუცილებელია ასევე იმის მითითება, ფასიანია გამოკითხვა თუ უფასო, ასევე იმ ორგანიზაციის მონაცემების მითითება, რომელმაც გამოკითხვა ჩაატარა, გამოკითხვის თარიღის, გამოკითხვის მეთოდის, კითხვებისა და ცდომილების ფარგლების მითითება.
გამოკითხვების შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია არჩევნებამდე 48 საათით ადრე და კენჭისყრის დღეს, 20:00 საათამდე.
ყველა ახალი ამბავი
0