დროებითი საცავი ეროვნული საგანძურისთვის: სად შეინახება ოქროს ფონდის ექსპონატები

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ხელოვნების მუზეუმი
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების, მათ შორის, საქართველოს ოქროს ფონდის დროებით გადასატანად ორი სივრცეა შერჩეული.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ანჩისხატი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატის გადაცემას ითხოვს
შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, მეუფე ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის შედგა.
შეხვედრაზე განიხილეს 1835 წელს აგებული ხელოვნების მუზეუმის ძირითადი შენობის (ე.წ. სემინარიის შენობა) მდგომარეობის შესაფასებლად 2021 წელს ჩატარებული სიღრმისეული ექსპერტიზის დასკვნა, ასევე სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში მოწვეული UNESCO-ს ექსპერტების კვლევის შედეგები ოქროს ფონდში დაცულ ხატებთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, ვინაიდან ე.წ. სემინარიის შენობა აღდგენას საჭიროებს, რისთვისაც პირველადი სამუშაოები უკვე დაწყებულია, აუცილებელი ხდება, რომ მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის ოქროს ფონდი, დროებით სხვა სივრცეში იყოს გადატანილი, ხოლო მუზეუმის შენობის აღდგენისა და განახლების შემდეგ კვლავ დაუბრუნდეს იმავე შენობას.
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ხელოვნების მუზეუმის შენობა ვერ აღდგება – კულტურის სამინისტრო
შეხვედრის შედეგად შეთანხმდა, რომ ოქროს ფონდის (10.000-ზე მეტი ექსპონატი) დროებით საცავად განხილულ იქნება ორი ვარიანტი: პირველი — შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ერთ-ერთი კორპუსი, რომელიც 1980-იან წლებშია აშენებული, „სემინარიის შენობისგან“ დამოუკიდებელია და მყარია, და მეორე — სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმი, რომლის სიმყარეც ასევე არ იწვევს ეჭვს.
პირველი სივრცე საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას, რის შემდეგაც მასში ხელოვნების მუზეუმის ყველა ფონდი, მათ შორის ოქროს ფონდი, სრულად იქნება დაცული. მეორე სივრცე კი უკვე მზადაა (როგორც საგამოფენო სივრცე, ასევე ფონდსაცავი), მაგრამ მისი ფართობიდან გამომდინარე, მასში მხოლოდ ოქროს ფონდი (სრულად ან ნაწილობრივ) შეიძლება განთავსდეს.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოცემულ ორ სივრცეს შორის შესაბამისი არჩევანის გასაკეთებლად მუშაობა გაგრძელდება.
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, რომელიც  განთავსებულია ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2021
საქართველოს ხელოვნების მუზეუმი სხვა შენობაში გადავა
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართა და ხელოვნების მუზეუმში დაცული ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემა სთხოვა. 
წლების განმავლობაში ანჩისხატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ინახება. ის მუზეუმის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია და სპეციალურად აღჭურვილ ოთახშია მოთავსებული. თუმცა, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელოვნების მუზეუმის ევაკუაცია 5 აგვისტოდან უნდა დაიწყოს და შენობა ათასობით ექსპონატისგან რამდენიმე თვეში სრულად უნდა დაიცალოს. გუდიაშვილის და პუშკინის ქუჩებზე მდებარე ძველი შენობა მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრების, დეფორმაციების, ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისა და რღვევების გამო სავალალო მდგომარეობაშია.
კულტურის სამინისტროს გეგმის მიხედვით, მუზეუმის ფონდების უსაფრთხო განთავსებისთვის ახალ შენობაში ჩატარდება რემონტი და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კოლექციების გადატანა. 2021 წლის სექტემბერში მუზეუმიდან პირველ რიგში გაიტანენ ქსოვილებისა და ნაქარგების კოლექციას, ხოლო ყველაზე ბოლოს - მუზეუმის ოქროს ფონდს.
ყველა ახალი ამბავი
0