https://sputnik-georgia.com/20210803/opoziciis-nawili-ceskos-Tavmjdomaris-moadgileze-SeTanxmda-252496484.html
ოპოზიციის ნაწილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურაზე შეთანხმდა
ოპოზიციის ნაწილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურაზე შეთანხმდა
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კონსტიტუციონალისტ გიორგი სიორიძის კანდიდატურაზე შეთანხმდა. 03.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-03T17:31+0400
2021-08-03T17:31+0400
2021-10-19T18:02+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0d/249435697_0:0:1280:723_1920x0_80_0_0_e528ddd8f3ce9aac62ef6961575a757b.jpg
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ხუთი ოპოზიციური პარტია მზადაა მხარი დაუჭიროს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, კონსტიტუციონალისტ გიორგი სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე. ამის შესახებ განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ სანდრო რაქვიაშვილმა.შეცვლილი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე უნდა ჰყავდეს – ერთი ოპოზიციიდან, ხოლო მეორე – დამოუკიდებელი.პარლამენტმა გუშინ ცესკოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა, რომელიც ცესკოს ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.„ორდღიანი მოლაპარაკების შედეგად „გირჩის" ოფისში ჩამოვყალიბდით კანდიდატზე, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს. ხუთი პარტია მას დღეს წარადგენს და, იმედი მაქვს, მთელი ოპოზიცია დაუჭერს მხარს და ოპოზიციური კონსენსუსით იქნება არჩეული", – განაცხადა რაქვიაშვილმა.მისი თქმით, სიორიძეს, გარდა „გირჩისა“ და „ლელოსი“, მხარს უჭერენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპელი სოციალისტები“ და „ევროპელი დემოკრატები“.მაგრამ ჯერჯერობით გრძელდება კონსულტაციები ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2 აგვისტოს დაიწყო.
https://sputnik-georgia.com/20210802/parlamentma-ceskos-Tavmjdomare-airCia-252484954.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/0d/249435697_0:0:1280:805_1920x0_80_0_0_06495ccac5eac807ec8bfe814f88ca63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო
ოპოზიციის ნაწილი ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურაზე შეთანხმდა
17:31 03.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ კონსტიტუციონალისტ გიორგი სიორიძის კანდიდატურაზე შეთანხმდა.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ხუთი ოპოზიციური პარტია მზადაა მხარი დაუჭიროს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენელს, კონსტიტუციონალისტ გიორგი სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე. ამის შესახებ განაცხადა დეპუტატმა პარტიიდან „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ სანდრო რაქვიაშვილმა.
შეცვლილი საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე უნდა ჰყავდეს – ერთი ოპოზიციიდან, ხოლო მეორე – დამოუკიდებელი.
პარლამენტმა გუშინ ცესკოს ახალ თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი დაამტკიცა, რომელიც ცესკოს ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
„ორდღიანი მოლაპარაკების შედეგად „გირჩის" ოფისში ჩამოვყალიბდით კანდიდატზე, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი დაუჭერს მხარს. ხუთი პარტია მას დღეს წარადგენს და, იმედი მაქვს, მთელი ოპოზიცია დაუჭერს მხარს და ოპოზიციური კონსენსუსით იქნება არჩეული", – განაცხადა რაქვიაშვილმა.
მისი თქმით, სიორიძეს, გარდა „გირჩისა“ და „ლელოსი“, მხარს უჭერენ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპელი სოციალისტები“ და „ევროპელი დემოკრატები“.
მაგრამ ჯერჯერობით გრძელდება კონსულტაციები ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად 2 აგვისტოს დაიწყო.