კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.827-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 428.670-ს მიაღწია.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.827 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.297 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 634, იმერეთი – 494, კახეთი – 323, შიდა ქართლი – 262, ქვემო ქართლი – 253, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 224, მცხეთა-მთიანეთი – 156, გურია – 100, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 388.893-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 34 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.910-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 33.841 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.045 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.029, აჭარაში – 691, იმერეთში – 872.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
COVID-19 საქართველოში – 3 აგვისტოს მონაცემები
1.227 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 257 პირი, მათგან თბილისში – 183, აჭარაში – 14, იმერეთში – 17. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.173 ადამიანი, მათ შორის 1.022 – თბილისში, 820 – აჭარაში. 25.623 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24.246 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 9.233 პირი, აჭარაში – 4.362, იმერეთში – 2.892.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.827-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 428.670-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0