COVID-19 საქართველოში – 3 აგვისტოს მონაცემები

© photo: Sputnik / Vitaliy Timkov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 386.998 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.876, ჯამში აცრილია 506.780 ადამიანი.
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.827-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 428.670-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 388.893 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.895), გარდაიცვალა – 5.910 (ბოლო 24 საათში – 34), კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.045 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.173 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 43.932 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15.258, PCR–ტესტით – 28.674.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,99%, ბოლო 14 დღის – 7,41%, ბოლო 7 დღის – 8,08%.
სულ აცრილია 523.466 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 16.677 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0