პუტინისადმი ღია წერილის შემდეგ: ირმა ინაშვილი მზადაა, მოსკოვში წავიდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
გამოწერა
ირმა ინაშვილის პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ იმ გზით მიდიან, რომელიც ქართველ ხალხს კეთილდღეობას მოუტანს
თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი  ირმა ინაშვილი მზადაა, გაემგზავროს მოსკოვში, რათა შეხვედრები  გამართოს იმ წერილის თაობაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაუგზავნა.
დავით თარხან–მოურავი და ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ დახმარებისთვის რუსეთის პრეზიდენტს მიმართა
მანამდე ირმა ინაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე პუტინისადმი ღია წერილის ტექსტი გამოაქვეყნა. წერილის ძირითადი მესიჯი — ეს საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის აზრის გამოხატვაა, რომელიც რუსეთთან ღია დიალოგისა და კეთილმეზობლობისთვის არის განწყობილი.
„დიახ, მივმართეთ ღია წერილით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს; დიახ, მზად ვართ, იყოს დიალოგი ჩვენ დონეზე და ამ წერილს ხელს აწერს ძალიან გავლენიანი ხალხი, რომელიც პოლიტიკაში მუდმივად დომინირებდა, სიტყვა ეთქმოდა მთელი ბოლო 30 წლის განმავლობაში. აქ არიან დეპუტატები, გენერლები და ყველა ამ ხელისმომწერს გადასარევად ესმის და გვესმის მშვიდობის ფასი; ვისაც ნანახი აქვს ომი, მშვიდობის ფასი ესმის და აცნობიერებს“, — თქვა ინაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ მზადაა, პირადად გაემგზავროს მოსკოვში დიალოგისთვის.
„დიახ, ჩავალ, შევხვდები დეპუტატებს და არა მარტო დეპუტატებს, თუ იქნება ასეთი მზაობა მეორე მხრიდან. მე ასევე შევხვდები სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესი დავიცვა. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს“, – აღნიშნა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის თქმით, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ნდობა არ აღდგა, „ისე ვერ მოვიხვეჭთ მშვიდობას ჩვენი ქვეყნისთვის“.
  • „ეს არის ჩვენი პოზიცია, ამაზე ვსაუბრობთ მთელი ოთხი წლის განმავლობაში და ამისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. 2014 წელს პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებზე მეოთხე შედეგი აჩვენა (4,72%). 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 5,01% აიღო და პარლამენტში მოხვდა, ხოლო 2020 წლის არჩევნებზე მან 3,14% მიიღო. მიუხედავად შედეგისა, პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს, რადგან არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, თუმცა პარტიული სიის ოთხი დეპუტატი, რომლებმაც „ალიანსი“ დატოვეს, პარლამენტში შევიდნენ და პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ ჩამოაყალიბეს.
ყველა ახალი ამბავი
0