ეს ტყუილია: წყალთან დაკავშირებულ მითებს მეცნიერებასთან საერთო არაფერი აქვს

© Pixabay / sasintახალგაზრდა ქალი წყალთან
ახალგაზრდა ქალი წყალთან  - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
მანამდე უმაღლესი კატეგორიის თერაპევტმა და ტოქსიკოლოგმა განაცხადა, რომ დღეში რვა ჭიქა წყლის აუცილებლობის შესახებ მითი XVIII საუკუნის ბოლოს მოღვაწე ლეიბ-მედიკოს კრისტოფ ვილჰელმ გუფელანდს ეკუთვნის.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. წყლის სადღეღამისო ნორმის გამოთვლისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის სითხე, რომელსაც იღებთ, და არა მარტო სუფთა წყალი, აცხადებს ენდოკრინოლოგი და ექიმი-დიეტოლოგი ულიანა რუმიანცევა.
მისი თქმით, წყლის როლი ადამიანის ცხოვრებაში უკვე დიდი ხანია დეტალურადაა შესწავლილი მეცნიერების მიერ, თუმცა ინტერნეტით კვლავაც ვრცელდება მოსაზრებები წყლის სასწაულებრივი თვისებებისა და მისი მიღების წესების შესახებ, რომელთა ნაწილს საერთო არაფერი აქვს მეცნიერულ ფაქტებთან.
ონკანის წყალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2019
დღეში 8 ჭიქა წყალი აუცილებელია? - ვინ შექმნა XVIII საუკუნის მითი
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი ისაა, რომ ადამიანმა წყლის სადღეღამისო რაოდენობა მხოლოდ სუფთა წყალზე უნდა გათვალოს, რაც არასწორია. აუცილებელია გაითვალისწინოთ ყველა ის სითხე, რომელსაც დღის განმავლობაში იღებთ — იქნება ეს საკუთრივ წყალი, ჩაი, ყავა, წვენები, სუპები თუ სხვა წვნიანი კერძები და ასევე ხილსა თუ ბოსტნეულში შემავალი სითხე.
ამასთან ექიმი აზუსტებს, რომ სითხის სადღეღამისო ნორმაში არ უნდა მიითვალოთ ალკოჰოლი და ტკბილი გაზიანი წყლები, ვინაიდან ეს სასმელები საკვებს განეკუთვნება.
გარდა ამისა, სპეციალისტი საგანგებოდ აფრთხილებს ყავის მოყვარულებს, რომ გაითვალისწინონ მისი შარდმდენი თვისებები და შესაბამისად ცოტა გაზარდონ სხვა სითხის რაოდენობა.
როგორც რუმიანცევა აცხადებს, ასევე უსაფუძვლო მითია ისიც, რომ ადამიანმა 24 საათში ორი ლიტრი სითხე უნდა მიიღოს. სინამდვილეში წყლის მოხმარების ნორმა ინდივიდუალურია და სხვადასხვა ფორმულებით გამოითვლება სქესის, წონისა და ფიზიკური აქტივობის გათვალისწინებით.
„მაგალითად, ჩვეულებრივი ფიზიკური აქტიურობის ჯანმრთელმა მამაკაცმა საშუალოდ 35 მლ სითხე უნდა მიიღოს თავისი წონის ყოველ ერთ კილოგრამზე, ხოლო ქალმა — 25-30 მლ ერთ კილოგრამზე“, — აცხადებს ექიმი.
  • ანუ, მისი გამოთვლით, სითხის ნორმა 65 კგ წონის მამაკაცის შემთხვევაში არის 65X35=2,275 ლიტრი, ხოლო იგივე წონის ქალისთვის 65X30=1,95 ლიტრი დღე-ღამეში.
გარდა ამისა, სითხის მოხმარების კუთხით გარკვეული შეზღუდვები არსებობს თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების შემთხვევაში, რის თაობაზეც ექიმმა უნდა მოგცეთ რეკომენდაციები. ამასთან სხეულის მაღალი ტემპერატურისა თუ მწვავე ინფექციური დაავადებების დროს საჭიროა სითხის რაოდენობის გაზრდა.
გოგონა წყლის სმისას - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2020
ჭამის დროს წყლის სმა საზიანოა: სპეციალისტი მიზეზებს განმარტავს
რაც შეეხება ჭარბწონიანებს, რუმიანცევას თქმით, მათთვის სითხის რაოდენობა გამოითვლება იმ წონიდან, რომელიც იდეალურია კონკრეტული ადამიანის სიმაღლისა და სქესისთვის.
მაგრამ თუ ადამიანი გახდომას აპირებს, მაშინ მან მეტი წყალი უნდა სვას — დაახლოებით 40 მლ იდეალური წონის თითოეულ კილოგრამზე, თუმცა არა იმიტომ, რომ წყალი წონაში კლებას უწყობს ხელს. ექიმის განმარტებით, ეს მოსაზრებაც მითია.
„თუ ადამიანი წყურვილს გაზიანი სასმელის ნაცვლად სუფთა წყლით მოიკლავს, მაშინ ის ნამდვილად გახდება. წყლის „ჯადოსნური“ თვისებები წონაში კლების კუთხით ამაზე მთავრდება“, — ხაზს უსვამს ექიმი.
და, ბოლოს, როგორც ულიანა რუმიანცევა ამბობს, ასევე მითებს განეკუთვნება მოსაზრება, თითქოს უხვი სითხის საშუალებით ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა და ასევე კანის გაახალგაზრდავებაა შესაძლებელი. რეალურად ტოქსინებს ჯანმრთელი თირკმელები უმკლავდება შესანიშნავად, ხოლო კანის მდგომარეობა წყლის ბლომად სმის შედეგად მხოლოდ იმათ უუმჯობესდებათ, ვისაც გაუწყლოება სჭირს.
ყველა ახალი ამბავი
0