პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს მეოთხედ უყრის კენჭს

© Sputnik / Alex Shlamovსაქართველოს ცესკო
საქართველოს ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ხუთი წლის ვადით ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით სამი კენჭისყრა ჩავარდა – საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტი დღეს რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომას გამართავს, რომელზეც დეპუტატები ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მეოთხედ უყრიან კენჭს.
დღევანდელ სხდომაზე კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყრება კენჭი და ამ შემთხვევაში მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობის – 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
ცდა №3: პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი ისევ ჩავარდა
ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ ადგილზე წარდგენილია ორი კანდიდატი – საქართველოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 37 წლის გიორგი კალანდარიშვილი და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 31 წლის გიორგი სანტურიანი. 
საკანონმდებლო ორგანოში ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით პირველი კენჭისყრა 18 ივლისს, მეორე - 22 ივლისს, მესამე კი - 26 ივლისს გაიმართა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული შესწორებების თანახმად, ხუთი წლის ვადით თავმჯდომარედ გახდომისთვის კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს დეპუტატების ორმა მესამედმა (100-ზე მეტი). თუ ეს ვერ მოხერხდა, შემდეგ – სამმა მეხუთედმა (90-ზე მეტი). თუ ესეც არ მოხდა და კანდიდატმა მხოლოდ ხმათა უბრალო უმრავლესობა (76 და მეტი) მიიღო, მაშინ ის ამ თანამდებობაზე მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით შესწორებები საარჩევნო კოდექსში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების შედეგად მიიღეს, რომელიც ევროპული კავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0