კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.655-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 423.843-ს მიაღწია.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.655 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 701 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 392, იმერეთი – 130, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 101, კახეთი – 87, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 43, გურია – 31, მცხეთა-მთიანეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.286 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 386.998-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 23 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.876-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 30.943 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.082 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.060, იმერეთში – 824, აჭარაში – 715.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
COVID-19 საქართველოში – 2 აგვისტოს მონაცემები
1.214 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 243 პირი, მათგან თბილისში – 179, იმერეთში – 15, აჭარაში – 7. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 2.228 ადამიანი, მათ შორის 1.041 – თბილისში, 819 – აჭარაში. 22.633 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 55 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 50, ხოლო აჭარაში – 5.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22.171 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7.125, აჭარაში – 4.315, იმერეთში – 2.602.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.655-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 423.843-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0