COVID-19 საქართველოში – 2 აგვისტოს მონაცემები

© AFP 2024 / KAREN DUCEYლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 386.998 ადამიანი, გარდაიცვალა – 5.876, ჯამში აცრილია 506.780 ადამიანი.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.655-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 423.843-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 386.998 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.286), გარდაიცვალა – 5.876 (ბოლო 24 საათში – 23), კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.082 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2.228 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 20.661 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10.041, PCR–ტესტით – 10.620.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,01%, ბოლო 14 დღის – 7,08%, ბოლო 7 დღის – 7,68%.
სულ აცრილია 506.780 ადამიანი, ერთ დღეში აცრილია 11.126 პირი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0