https://sputnik-georgia.com/20210802/kaxa-kuchavam-ilia-meores-iliaoba-miuloca-252487977.html
კახა კუჭავამ კათოლიკოს-პატრიარქს „ილიაობა“ მიულოცა
კახა კუჭავამ კათოლიკოს-პატრიარქს „ილიაობა“ მიულოცა
Sputnik საქართველო
მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღეს აღნიშნავს. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T20:52+0400
2021-08-02T20:52+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24828/47/248284702_0:136:3000:1824_1920x0_80_0_0_c8cd51462f8341863ea0f4fac19b451d.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ილიაობა მიულოცა. „დღეს არის ილიაობა და მინდა ყველამ მივულოცოთ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“, – განაცხადა კუჭავამ.დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას დღესასწაულობს.ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, სამონაზვნო დასი და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს.წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეშობამდე 9 საუკუნით ადრე ცხოვრობდა. მან სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. გადმოცემის თანახმად, უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს.დღეს ასევე არის წმიდა ილია მართალის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
https://sputnik-georgia.com/20210802/ilia-meore-sinodis-wevrebs-mimartavs-252487599.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24828/47/248284702_194:0:2806:1959_1920x0_80_0_0_3407c469ed0e01971fcb626dc22ccccc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
კახა კუჭავამ კათოლიკოს-პატრიარქს „ილიაობა“ მიულოცა
20:52 02.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღეს აღნიშნავს.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ სრულიად საქართველოს კატოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ილიაობა მიულოცა.
„დღეს არის ილიაობა და მინდა ყველამ მივულოცოთ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ვუსურვოთ მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“, – განაცხადა კუჭავამ.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენებას დღესასწაულობს.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, სამონაზვნო დასი და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს.
წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეშობამდე 9 საუკუნით ადრე ცხოვრობდა. მან სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. გადმოცემის თანახმად, უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს.
დღეს ასევე არის წმიდა ილია მართალის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.