ილია მეორე: შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს

© photo: Georgian Patriarchate / FBილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 02.08.2021
გამოწერა
მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღეს აღნიშნავს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოში ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებით პატრიარქისთვის მისალოცად მისულ სინოდის მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს, მონაზვნებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა. 
მეტეხი - Sputnik საქართველო, 1920, 03.08.2021
საეკლესიო კალენდარი: 3 აგვისტო
მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის და ილია მართლის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღეს აღნიშნავს.
პატრიარქმა შეკრებილთ მადლობა გადაუხადა და დალოცა ისინი.
„ბედნიერი ვარ დღეს რომ აქ ბრძანდებით. წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ. ღმერთი არის სიყვარული. ერთი ლექსია სიყვარულზე, სადაც ნათქვამია – „დაცარიელდა სიყვარულის ტაძარი“. შევთხოვ უფალს, რომ ჩვენში სიყვარულის ტაძარი არ დაცარიელდეს. დალოცვილი იყავით. ჩვენთან არს ღმერთი!“ – მიმართა პატრიარქმა შეკრებილებს.
წმინდა ილია წინასწარმეტყველი ქრისტეშობამდე 9 საუკუნით ადრე ცხოვრობდა. მან სიყმაწვილიდანვე თავი უფალს მიუძღვნა და უდაბნოში განმარტოვდა. გადმოცემის თანახმად, უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს.
დღეს ასევე არის წმიდა ილია მართალის (ილია ჭავჭავაძის) ხსენების დღე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 1987 წელს, ერისა და ეკლესიის წინაშე ღვაწლისთვის, ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0