https://sputnik-georgia.com/20210802/iakob-qajaia-vercxlis-mflobelia-olimpiadaze-252485717.html
კიდევ ერთი მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე – იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დაეუფლა
კიდევ ერთი მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე – იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დაეუფლა
Sputnik საქართველო
ქართველი მოჭიდავე ფინალურ ეტაპზე უძლიერეს კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, ქაჯაიამ საქართველოს რიგით მეექვსე მედალი მოუტანა. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T15:52+0400
2021-08-02T15:52+0400
2021-10-19T18:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251559954_55:486:2832:2048_1920x0_80_0_0_2dd80c7870c091f22a0cbf894dbca41d.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა კუბელი სპორტსმენის უპირატესობით დაიწყო. არბიტრმა ორთაბრძოლის დასაწყისშივე ქაჯაია გააფრთხილა და ლოპეს ნუნიესმა დაწინაურება შეძლო (3:0). შეხვედრის მეორე ნახევარში კუბელმა მოჭიდავემ ქართველი ტატამიდან ორჯერ გაიყვანა და დამატებით ორი ქულა კიდევ მიითვალა. საბოლოოდ მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტოკიოშიც მოახერხა ოქროს მედლის აღება.ნახევარფინალურ ეტაპზე იაკობ ქაჯაიამ ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური ასე მოიპოვა.27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ძალოსანი ანტონ პლესნოი გახდა.
https://sputnik-georgia.com/20210801/vin-iasparezebs-2-agvistos-tokios-olimpiadaze-saqarTvelodan-252480081.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251559954_175:254:2567:2048_1920x0_80_0_0_602a00ab4bb94af9897bed869a64a0e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
კიდევ ერთი მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე – იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დაეუფლა
15:52 02.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ქართველი მოჭიდავე ფინალურ ეტაპზე უძლიერეს კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, ქაჯაიამ საქართველოს რიგით მეექვსე მედალი მოუტანა.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
130 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ოქროს მედლისთვის ბრძოლაში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს დაუპირისპირდა. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა კუბელი სპორტსმენის უპირატესობით დაიწყო. არბიტრმა ორთაბრძოლის დასაწყისშივე ქაჯაია გააფრთხილა და ლოპეს ნუნიესმა დაწინაურება შეძლო (3:0). შეხვედრის მეორე ნახევარში კუბელმა მოჭიდავემ ქართველი ტატამიდან ორჯერ გაიყვანა და დამატებით ორი ქულა კიდევ მიითვალა. საბოლოოდ მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტოკიოშიც მოახერხა ოქროს მედლის აღება.
ნახევარფინალურ ეტაპზე იაკობ ქაჯაიამ ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური ასე მოიპოვა.
27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ამჟამად საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ძალოსანი ანტონ პლესნოი გახდა.