https://sputnik-georgia.com/20210801/vin-iasparezebs-2-agvistos-tokios-olimpiadaze-saqarTvelodan-252480081.html
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 2 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 2 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
Sputnik საქართველო
ტოკიოს ოლიმპიადაზე მეათე დღეს საქართველოს ორი სპორტსმენი წარადგენს – ბერძნულ–რომაულის ტილით მოჭიდავეები იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T21:14+0400
2021-08-01T21:14+0400
2021-10-19T18:02+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/01/252478919_0:89:3072:1827_1920x0_80_0_0_74d189fc1ee0409abd791ff739b06be5.jpg
იაკობ ქაჯაია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–130 კგ)იაკობ ქაჯაია
ქაჯაიამ წარმატებით გამართა ორთაბრძოლები და თავის წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა. ტურნირის რეგლამენტით, მედლები სპორტსმენების გამოსვლის დაწყებიდან მეორე დღეს თამაშდება.ქართველი მოჭიდავე ოქროსთვის მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს შეეჭიდება.27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მას თავისუფლად შეუძლია, ოლიმპიური ჩემპიონის წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია.გიორგი მელია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–97 კგ)ტოკიოს ოლიმპიადა 24 წლის გიორგი მელიასთვის სადებიუტოა. იუნიორთა და ახალგაზრდებს შორის ქართველი მოჭიდავე სერიოზულ შედეგებს აჩვენებდა. 2016 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის, ხოლო 23 წლამდელთა კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე კვარცხლბეკზე ორჯერ ავიდა – 2018 წელს ბრინჯაო მიიღო და 2019 წელს – ვერცხლი.გიორგი მელია
მოზრდილთა კატეგორიაში მას ჯერჯერობით სატრაბახო შედეგები არა აქვს. ევროპის ჩემპიონატებზე მე–10 და მე–17 ადგილები დაიკავა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – მეხუთე.ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.
https://sputnik-georgia.com/20210801/iakob-qajaia-finalSi-gavida-252478627.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/01/252478919_0:0:3072:1930_1920x0_80_0_0_ec0333ff90539d8a289d4cfdc977d7b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
ვინ იასპარეზებს საქართველოდან 2 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე
21:14 01.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ტოკიოს ოლიმპიადაზე მეათე დღეს საქართველოს ორი სპორტსმენი წარადგენს – ბერძნულ–რომაულის ტილით მოჭიდავეები იაკობ ქაჯაია და გიორგი მელია
იაკობ ქაჯაია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–130 კგ)
ქაჯაიამ წარმატებით გამართა ორთაბრძოლები და თავის წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა. ტურნირის რეგლამენტით, მედლები სპორტსმენების გამოსვლის დაწყებიდან მეორე დღეს თამაშდება.
ქართველი მოჭიდავე ოქროსთვის მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს შეეჭიდება.
27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო–დე–ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა. მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და მას თავისუფლად შეუძლია, ოლიმპიური ჩემპიონის წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია.
გიორგი მელია, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა (–97 კგ)
ტოკიოს ოლიმპიადა 24 წლის გიორგი მელიასთვის სადებიუტოა. იუნიორთა და ახალგაზრდებს შორის ქართველი მოჭიდავე სერიოზულ შედეგებს აჩვენებდა. 2016 წელს ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის, ხოლო 23 წლამდელთა კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატებზე კვარცხლბეკზე ორჯერ ავიდა – 2018 წელს ბრინჯაო მიიღო და 2019 წელს – ვერცხლი.
მოზრდილთა კატეგორიაში მას ჯერჯერობით სატრაბახო შედეგები არა აქვს. ევროპის ჩემპიონატებზე მე–10 და მე–17 ადგილები დაიკავა, ხოლო 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე – მეხუთე.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს.