https://sputnik-georgia.com/20210801/iakob-qajaia-finalSi-gavida-252478627.html
კიდევ ერთი ოქროს შანსი: იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია - ფოტოები ასპარეზობიდან
კიდევ ერთი ოქროს შანსი: იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია - ფოტოები ასპარეზობიდან
Sputnik საქართველო
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T14:33+0400
2021-08-01T14:33+0400
2021-10-19T18:02+0400
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251559949_0:380:2951:2048_1920x0_80_0_0_4f2bce5a4298ef1f48a374b068af0e73.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია, იუწყება United World Wrestling-ი.130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.ფინალური ბლოკი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქე ჩოქბჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა. ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.
https://sputnik-georgia.com/20210801/iakob-qajaia-olimpiadis-naxevarfinalshia-252476501.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251559949_0:287:2802:2048_1920x0_80_0_0_06533916f7568a3d07fc1420ddf91a6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
კიდევ ერთი ოქროს შანსი: იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია - ფოტოები ასპარეზობიდან
14:33 01.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია, იუწყება United World Wrestling-ი.
130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალური ბლოკი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.
ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქე ჩოქბჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა. ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.