https://sputnik-georgia.com/20210801/iakob-qajaia-olimpiadis-naxevarfinalshia-252476501.html
იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია
იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია
Sputnik საქართველო
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ - იაკობ ქაჯაიამ სერგეი სიმიონოვი დაამარცხა 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T08:50+0400
2021-08-01T08:50+0400
2021-08-03T11:57+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251559959_0:116:3072:1854_1920x0_80_0_0_91295784e2423b575b49eab083e2083e.jpg
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს. ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქე ჩობჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა.ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.
https://sputnik-georgia.com/20210731/saqarTvelos-nakrebis-merve-dRe-tokios-olimpiadaze-Sedegebi-252476192.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/19/251559959_0:20:3072:1950_1920x0_80_0_0_d7c2cab1ab35432a23cf86392498088d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია
08:50 01.08.2021 (განახლებულია: 11:57 03.08.2021) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ - იაკობ ქაჯაიამ სერგეი სიმიონოვი დაამარცხა
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს.
ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა - მეტოქე ჩობჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა.
ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.