https://sputnik-georgia.com/20210731/saqarTvelos-nakrebis-merve-dRe-tokios-olimpiadaze-Sedegebi-252476192.html
საქართველოს ნაკრების მერვე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
საქართველოს ნაკრების მერვე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
Sputnik საქართველო
ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღეს, 31 ივლისს საქართველოს ნაკრების ყულაბას მეხუთე - ბრინჯაოს მედალი შეემატა. 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-31T22:54+0400
2021-07-31T22:54+0400
2021-07-31T22:55+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252475905_0:0:3072:1736_1920x0_80_0_0_26ed7b198bdfc63c07a9153089e5ed10.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღემ საქართველოს ნაკრებს მეხუთე მედალი მოუტანა. ძალოსანი ანტონ პლესნოი (-96 კგ) ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.ანტონ პლესნოი - ძალოსნობა (-96 კგ)2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსნებმა ორი მედალი მოიპოვეს - ლაშა ტალახაძე ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ ამავე წონით კატეგორიაში (+105 კგ) ბრინჯაო აიღო. იმაში, რომ ტალახაძე ტოკიოში კვლავ კვარცხლბეკზე ავა, თითქმის ყველა დარწმუნებულია, ხოლო ძალოსნობაში პირველი მედალი ტოკიოში საქართველოს ნაკრებს ანტონ პლესნოიმ მოუტანა.ანტონ პლესნოი - ძალოსნობა (-96 კგ)
ორჭიდის ჯამში პლესნიომ დააგროვა 387 კგ (177 ატაცში და 210 აკვრაში). ასეთივე შედეგი აჩვენა ვენესუელელმა ვალენილა სანჩესმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მან ჩვენ სპორტსმენს აჯობა.აღსანიშნავია, რომ არა მუხლის ტრავმა, რომელმაც სპორტსმენს ხელი შეუშალა აკვრაში მეორე მცდელობის რეალიზებაში, პლესნოის ოლიმპიური ვერცხლის მოპოვების შანსი ჰქონდა.აღნიშნულ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ახალი ოლიმპიური რეკორდით გახდა იბრაგიმ ფარესი ყატარიდან. ორჭიდის ჯამით ფარესმა ასწია 402 კგ (177 ატაცში და 225 აკვრაში).ბაჩანა ხორავა - მძლეოსნობა (სიგრძეზე ხტომა)ჯერჯერობით ქართველი მძლეოსნები ოლიმპიადაზე წარუმატებლად ასპარეზობენ. გუშინ სოფია შათირიშვილმა ბირთვის კვრაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა (15 მ 31 სმ). დღეს ანალოგიურად წარდგა ბაჩანა ხორავაც.ბაჩანა ხორავა - მძლეოსნობა (სიგრძეზე ხტომა)
კვალიფიკაციის რაუნდის 29 მონაწილიდან ხორავამ 28-ე შედეგი აჩვენა (7 მ 41 სმ). 29-ე ადგილი დაიკავა ბრაზილიელმა ალეხანდრო მელომ (6,95). შესაბამისად, ასეთი შედეგით ხორავამ შეჯიბრების საფინალო ნაწილში კვალიფიკაცია ვერ მოიპოვა.1 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს წარადგენს მხოლოდ ერთი სპორტსმენი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია.
https://sputnik-georgia.com/20210731/or-qarTvel-sportsmens-olimpiuri-akreditacia-CamoarTves-da-tokiodan-samSobloSi-gamouSves-252473806.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252475905_0:0:3072:1930_1920x0_80_0_0_7d46c90920c5736c212bf9432dbd41e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
საქართველოს ნაკრების მერვე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
22:54 31.07.2021 (განახლებულია: 22:55 31.07.2021) ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღეს, 31 ივლისს საქართველოს ნაკრების ყულაბას მეხუთე - ბრინჯაოს მედალი შეემატა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღემ საქართველოს ნაკრებს მეხუთე მედალი მოუტანა. ძალოსანი ანტონ პლესნოი (-96 კგ) ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ანტონ პლესნოი - ძალოსნობა (-96 კგ)
2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ქართველმა ძალოსნებმა ორი მედალი მოიპოვეს - ლაშა ტალახაძე ჩემპიონი გახდა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ ამავე წონით კატეგორიაში (+105 კგ) ბრინჯაო აიღო. იმაში, რომ ტალახაძე ტოკიოში კვლავ კვარცხლბეკზე ავა, თითქმის ყველა დარწმუნებულია, ხოლო ძალოსნობაში პირველი მედალი ტოკიოში საქართველოს ნაკრებს ანტონ პლესნოიმ მოუტანა.
ანტონ პლესნოი - ძალოსნობა (-96 კგ)
ორჭიდის ჯამში პლესნიომ დააგროვა 387 კგ (177 ატაცში და 210 აკვრაში). ასეთივე შედეგი აჩვენა ვენესუელელმა ვალენილა სანჩესმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მან ჩვენ სპორტსმენს აჯობა.
აღსანიშნავია, რომ არა მუხლის ტრავმა, რომელმაც სპორტსმენს ხელი შეუშალა აკვრაში მეორე მცდელობის რეალიზებაში, პლესნოის ოლიმპიური ვერცხლის მოპოვების შანსი ჰქონდა.
აღნიშნულ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ახალი ოლიმპიური რეკორდით გახდა იბრაგიმ ფარესი ყატარიდან. ორჭიდის ჯამით ფარესმა ასწია 402 კგ (177 ატაცში და 225 აკვრაში).
ბაჩანა ხორავა - მძლეოსნობა (სიგრძეზე ხტომა)
ჯერჯერობით ქართველი მძლეოსნები ოლიმპიადაზე წარუმატებლად ასპარეზობენ. გუშინ სოფია შათირიშვილმა ბირთვის კვრაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა (15 მ 31 სმ). დღეს ანალოგიურად წარდგა ბაჩანა ხორავაც.
ბაჩანა ხორავა - მძლეოსნობა (სიგრძეზე ხტომა)
კვალიფიკაციის რაუნდის 29 მონაწილიდან ხორავამ 28-ე შედეგი აჩვენა (7 მ 41 სმ). 29-ე ადგილი დაიკავა ბრაზილიელმა ალეხანდრო მელომ (6,95). შესაბამისად, ასეთი შედეგით ხორავამ შეჯიბრების საფინალო ნაწილში კვალიფიკაცია ვერ მოიპოვა.
1 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს წარადგენს მხოლოდ ერთი სპორტსმენი - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია.