https://sputnik-georgia.com/20210731/or-qarTvel-sportsmens-olimpiuri-akreditacia-CamoarTves-da-tokiodan-samSobloSi-gamouSves-252473806.html
ორ ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და ტოკიოდან სამშობლოში გამოუშვეს
ორ ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და ტოკიოდან სამშობლოში გამოუშვეს
Sputnik საქართველო
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ორივე სპორტსმენმა თვითნებურად დატოვა ოლიმპიური... 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-31T17:28+0400
2021-07-31T17:28+0400
2021-07-31T18:47+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252473747_0:261:1829:1296_1920x0_80_0_0_07946d19e50f2f6a0dfa859493fb9811.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ორ ქართველ სპორტსმენს - ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს - ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და კოვიდ-შეზღუდვების დარღვევის გამო ტოკიოდან სამშობლოში გამოამგზავრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Kyodonews ავრცელებს.ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ორივე სპორტსმენმა თვითნებურად დატოვა ოლიმპიური სოფლის ტერიტორია, რაც პროტოკოლით აკრძალულია, და ტოკიოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გადაწყვიტა.საბედნიეროდ, ძიუდოს ტურნირი უკვე დასრულებულია და მარგველაშვილი და შავდათუაშვილი 66 და 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში თამაშების ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა ხუთი მედალი (ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო). ბრინჯაო ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა, დანარჩენი მედლები ძიუდოისტების ანგარიშზეა.საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯერჯერობით 22-ე ადგილს იკავებს.
https://sputnik-georgia.com/20210731/aris-mexuTe-medali-anton-plesnoim-tokioSi-brinjao-moipova-252473791.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1f/252473747_0:184:1829:1333_1920x0_80_0_0_aaf5f3e096d64864c787335a94022cfa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
ორ ქართველ სპორტსმენს ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და ტოკიოდან სამშობლოში გამოუშვეს
17:28 31.07.2021 (განახლებულია: 18:47 31.07.2021) ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ორივე სპორტსმენმა თვითნებურად დატოვა ოლიმპიური სოფლის ტერიტორია
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ორ ქართველ სპორტსმენს - ვაჟა მარგველაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს - ოლიმპიური აკრედიტაცია ჩამოართვეს და კოვიდ-შეზღუდვების დარღვევის გამო ტოკიოდან სამშობლოში გამოამგზავრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო
Kyodonews ავრცელებს.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის მსგავსი რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ ორივე სპორტსმენმა თვითნებურად დატოვა ოლიმპიური სოფლის ტერიტორია, რაც პროტოკოლით აკრძალულია, და ტოკიოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გადაწყვიტა.
საბედნიეროდ, ძიუდოს ტურნირი უკვე დასრულებულია და მარგველაშვილი და შავდათუაშვილი 66 და 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიებში თამაშების ვერცხლის პრიზიორები გახდნენ.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიადაზე მოიპოვა ხუთი მედალი (ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო). ბრინჯაო ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ მოიპოვა, დანარჩენი მედლები ძიუდოისტების ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში ჯერჯერობით 22-ე ადგილს იკავებს.