https://sputnik-georgia.com/20210731/aris-mexuTe-medali-anton-plesnoim-tokioSi-brinjao-moipova-252473791.html
არის მეხუთე მედალი! ანტონ პლესნოიმ ტოკიოში ბრინჯაო მოიპოვა
არის მეხუთე მედალი! ანტონ პლესნოიმ ტოკიოში ბრინჯაო მოიპოვა
Sputnik საქართველო
რომ არა მუხლის ტრავმა, რომელმაც აკვრაში მეორე მცდელობის რეალიზებას ხელი შეუშალა, პლესნოი ოლიმპიური ვერცხლის მოპოვებას შეძლებდა 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-31T17:16+0400
2021-07-31T17:16+0400
2021-07-31T18:45+0400
ახალი ამბები
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24685/79/246857939_0:43:2048:1202_1920x0_80_0_0_8c32ee691ddb8aac3307b56ab1c23a07.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი მოუტანა.ორჭიდის ჯამში პლესნიომ დააგროვა 387 კგ (177 ატაცში და 210 აკვრაში). ასეთივე შედეგი აჩვენა ვენესუელელმა ვალენილა სანჩესმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მან ჩვენ სპორტსმენს აჯობა.რომ არა მუხლის ტრავმა, რომელმაც სპორტსმენს ხელი შეუშალა აკვრაში მეორე მცდელობის რეალიზებაში, პლესნოის ოლიმპიური ვერცხლის მოპოვების შანსი ჰქონდა.აღნიშნულ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ახალი ოლიმპიური რეკორდით გახდა იბრაგიმ ფარესი ყატარიდან. ორჭიდის ჯამით ფარესმა ასწია 402 კგ (177 ატაცში და 225 აკვრაში).ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღეს საქართველოს ნაკრების აქტივში ხუთი მედალია - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები ამჟამად 22-ე ადგილს იკავებს.
https://sputnik-georgia.com/20210731/or-qarTvel-sportsmens-olimpiuri-akreditacia-CamoarTves-da-tokiodan-samSobloSi-gamouSves-252473806.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24685/79/246857939_0:0:2048:1287_1920x0_80_0_0_65970b33e7550c1592167aa6e9a73eac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი
არის მეხუთე მედალი! ანტონ პლესნოიმ ტოკიოში ბრინჯაო მოიპოვა
17:16 31.07.2021 (განახლებულია: 18:45 31.07.2021) რომ არა მუხლის ტრავმა, რომელმაც აკვრაში მეორე მცდელობის რეალიზებას ხელი შეუშალა, პლესნოი ოლიმპიური ვერცხლის მოპოვებას შეძლებდა
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ 96 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი მოუტანა.
ორჭიდის ჯამში პლესნიომ დააგროვა 387 კგ (177 ატაცში და 210 აკვრაში). ასეთივე შედეგი აჩვენა ვენესუელელმა ვალენილა სანჩესმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მან ჩვენ სპორტსმენს აჯობა.
რომ არა მუხლის ტრავმა, რომელმაც სპორტსმენს ხელი შეუშალა აკვრაში მეორე მცდელობის რეალიზებაში, პლესნოის ოლიმპიური ვერცხლის მოპოვების შანსი ჰქონდა.
აღნიშნულ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ახალი ოლიმპიური რეკორდით გახდა იბრაგიმ ფარესი ყატარიდან. ორჭიდის ჯამით ფარესმა ასწია 402 კგ (177 ატაცში და 225 აკვრაში).
ამგვარად, ტოკიოს ოლიმპიადის მერვე დღეს საქართველოს ნაკრების აქტივში ხუთი მედალია - ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები ამჟამად 22-ე ადგილს იკავებს.