https://sputnik-georgia.com/20210802/iakob-kajaias-vercxlis-medals-ulocaven-252487134.html
მთავრობის პირველი პირები ქაჯაიას ოლიმპიური ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავენ
მთავრობის პირველი პირები ქაჯაიას ოლიმპიური ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ჯერჯერობით ერთადერთ ოქროს მედალს ძიუდოისტი ლაშა ბექაური დაეუფლა. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T18:51+0400
2021-08-02T18:51+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
სპორტი
საზოგადოება
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252486015_0:18:1985:1140_1920x0_80_0_0_33a1501ed523dc798e4bd6baf449c327.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ მოჭიდავეს იაკობ ქაჯაიას ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავენ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ფინალში სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.„მეექვსე ოლიმპიური მედალი საქართველოსთვის! იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია! შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!“ – ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.ქართველ მოჭიდავეს საკუთარ Facebook-გვერდზე გამარჯვება მიულოცა სალომე ზურაბიშვილმაც.„გილოცავთ! პირველი მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში“, – დაწერა პრეზიდენტმა.27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 34 სპორტსმენით ასპარეზობს. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული დელეგაციიდან ოქროს მედლის მფლობელები ერთი მილიონი ლარით დაჯილდოვდებიან.
https://sputnik-georgia.com/20210802/iakob-qajaia-vercxlis-mflobelia-olimpiadaze-252485717.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/02/252486015_0:0:1985:1248_1920x0_80_0_0_bbef23ecaaa5173d0d11c33d8b638f5a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საზოგადოება, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
ახალი ამბები, სპორტი, საზოგადოება, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე, საქართველო
მთავრობის პირველი პირები ქაჯაიას ოლიმპიური ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავენ
18:51 02.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ჯერჯერობით ერთადერთ ოქროს მედალს ძიუდოისტი ლაშა ბექაური დაეუფლა.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველ მოჭიდავეს იაკობ ქაჯაიას ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვებას ულოცავენ.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ფინალში სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონთან ლოპეს ნუნიესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
„მეექვსე ოლიმპიური მედალი საქართველოსთვის! იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია! შემდგომი წარმატებები ჩვენს სპორტსმენებს!“ –
ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ქართველ მოჭიდავეს საკუთარ Facebook-გვერდზე გამარჯვება მიულოცა სალომე ზურაბიშვილმაც.
„გილოცავთ! პირველი მედალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში“, –
დაწერა პრეზიდენტმა.
27 წლის იაკობ ქაჯაიასთვის ტოკიოს თამაშები კარიერაში მეორეა. რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე მან მეშვიდე ადგილი დაიკავა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 34 სპორტსმენით ასპარეზობს. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული დელეგაციიდან ოქროს მედლის მფლობელები ერთი მილიონი ლარით დაჯილდოვდებიან.