https://sputnik-georgia.com/20210802/archevnebtan-dakavshirebit-prezidentma-gankarguleba-gamosca-252488450.html
თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა
თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა
Sputnik საქართველო
2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. 02.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-02T22:51+0400
2021-08-02T22:51+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324039_0:115:3235:1934_1920x0_80_0_0_726635729ac5ad726b8d9302798715f0.jpg
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება. „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2021 წლის 2 ოქტომბერს“, – ნათქვამია დოკუმენტში.არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია 21-მა პარტიამ უკვე გაიარა.საქართველოს ცესკომ უკვე დაასრულა განაცხადების მიღება პარტიებისგან, რომლებსაც აქამდე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ და რომლებსაც პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი არ ჰყავთ. ცესკოს სულ 14-მა პარტიამ მიმართა და აქედან რეგისტრაცია უკვე ექვსმა გაიარა.გარდა ამისა, ცესკომ უკვე მიანიჭა რიგითი ნომერი 15 პარტიას, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში გავიდნენ. დანარჩენი პარტიები ნომრებს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ მიიღებენ.
https://sputnik-georgia.com/20210802/parlamentma-ceskos-Tavmjdomare-airCia-252484954.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1e/251324039_251:0:2982:2048_1920x0_80_0_0_8b2d615a540a2123a77037b46f4fd38f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
თვითმმართველობის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა
22:51 02.08.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) 2 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
თბილისი, 2 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა
განკარგულებას, რომლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბერს გაიმართება.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2021 წლის 2 ოქტომბერს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. ამ ეტაპზე თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრაცია 21-მა პარტიამ უკვე გაიარა.
საქართველოს ცესკომ უკვე დაასრულა განაცხადების მიღება პარტიებისგან, რომლებსაც აქამდე არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ და რომლებსაც პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი არ ჰყავთ. ცესკოს სულ 14-მა პარტიამ მიმართა და აქედან რეგისტრაცია უკვე ექვსმა გაიარა.
გარდა ამისა, ცესკომ უკვე მიანიჭა რიგითი ნომერი 15 პარტიას, რომლებიც არჩევნების შედეგად პარლამენტში გავიდნენ. დანარჩენი პარტიები ნომრებს წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ მიიღებენ.