იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია

© AP Photo / Anvar Ilyasovიაკობ ქაჯაია
იაკობ ქაჯაია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
გამოწერა
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ - იაკობ ქაჯაიამ სერგეი სიმიონოვი დაამარცხა
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირის პირველ დღეს, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ასპარეზობს. 
ანტონ პლესნოი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
საქართველოს ნაკრების მერვე დღე ტოკიოს ოლიმპიადაზე - შედეგები
ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა -  მეტოქე ჩობჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა.
ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.
ნახევარფინალური დაპირისპირებები 13:15 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0