კიდევ ერთი ოქროს შანსი: იაკობ ქაჯაია ოლიმპიადის ფინალშია - ფოტოები ასპარეზობიდან

© AFP / JACK GUEZიაკობ ქაჯაია ჭიდაობისას
იაკობ ქაჯაია ჭიდაობისას - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით ასპარეზობს სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე იმართება. 
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველი მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია, იუწყება United World Wrestling-ი.
​130 კილოგრამ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაიამ ნახევარფინალში ჩილეს სახელით მოასპარეზე კუბელი მოჭიდავე, აკოსტა ფერნანდესი დაამარცხა და ტოკიოს ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა.
ფინალური ბლოკი ხვალ, 2 აგვისტოს ჩატარდება.
იაკობ ქაჯაია - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
იაკობ ქაჯაია ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალშია
ქართველმა სპორტსმენმა მერვედფინალში ფინელი ელიას კუოსმანენის წინააღმდეგ სუფთა გამარჯვება მოიპოვა -  მეტოქე ჩოქბჯენში ჩაიყვანა და იქ სრული უპირატესობით აჯობა. ქაჯაიამ მეოთხედფინალში რუსი სერგეი სიმიონოვი დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას შემდეგ დღეებში კიდევ სამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შეეცდება – რამაზ ზოიძე 67 კგ, ლაშა გობაძე 87 კგ, გიორგი მელია 97 კგ.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოლიმპიადაზე ერთი ოქროს, სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაური. ვერცხლის მედლები მოიპოვეს გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ანტონ პლესნოი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური