https://sputnik-georgia.com/20210801/gabunia-shezgudvebis-shesazlo-dawesebaze-252476216.html
მომდევნო კვირა კრიტიკული იქნება – გაბუნია შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე
მომდევნო კვირა კრიტიკული იქნება – გაბუნია შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე
Sputnik საქართველო
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ეპიდემიოლოგები კოვიდ–რეგულაციების აღსრულების გამკაცრებასა და შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობენ 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T09:31+0400
2021-08-01T09:31+0400
2023-08-17T18:12+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252147365_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_552f4cc381292964289df91a2f5f9a74.jpg
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მომდევნო ერთი კვირა შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კრიტიკული იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. სპეციალისტები მომდევნო კვირას ვაქცინაციისა და ინფიცირების თვალსაზრისით გადამწყვეტს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო. მათი ვარაუდით, ინიფიცირებულების რიცხვის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება – ქვეყანა ჯერ კიდევ არ მისულა მეოთხე ტალღის პიკამდე.მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული რეგულაციების აღსრულება და ვაქცინაციის სწრაფი წარმართვაა.საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა. ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.ამ დროისთვის საქართველოში 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია პრეპარატ Pfizer–ით მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer–ს, AstraZeneca–ს, Sinopharm–სა და Sinovac–ის შორის.ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 481.591 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 157.754 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დამარცხებისთვის აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% ვაქცინირებული იყოს. საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.
https://sputnik-georgia.com/20210731/ramdeni-Tavisufali-adgilia-saqarTvelos-kovid-klinikebSi-tikaraZis-ganmarteba-252470420.html
https://sputnik-georgia.com/20210730/Pfizer-vaqcinacia-ambulatoriebSic-iqneba-SesaZlebeli-252463341.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1c/252147365_167:0:2832:1999_1920x0_80_0_0_c54cef194faa92fdaec5b58c29701fea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
მომდევნო კვირა კრიტიკული იქნება – გაბუნია შეზღუდვების შესაძლო დაწესებაზე
09:31 01.08.2021 (განახლებულია: 18:12 17.08.2023) ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე, ეპიდემიოლოგები კოვიდ–რეგულაციების აღსრულების გამკაცრებასა და შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობენ
თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. მომდევნო ერთი კვირა შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად კრიტიკული იქნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
სპეციალისტები მომდევნო კვირას ვაქცინაციისა და ინფიცირების თვალსაზრისით გადამწყვეტს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება გახდეს საჭირო. მათი ვარაუდით, ინიფიცირებულების რიცხვის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება – ქვეყანა ჯერ კიდევ არ მისულა მეოთხე ტალღის პიკამდე.
„მომდევნო კვირა იქნება გადამწყვეტი როგორც ვაქცინაციის, ისე ინფიცირებულთა რაოდენობის შეფასების და მომდევნო დღეების პროგნოზის თვალსაზრისით. ქვეყანაში „ინდური“ შტამის გამოვლენის შემთხვევები მატულობს, შესაბამისად იზრდება ჰოსპიტალურ სექტორში მიმართვიანობაც. ამ დროისთვის 8 ათასამდე საწოლი არის ის რაოდენობა, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოყოს კოვიდ–პაციენტებისთვის. ინფიცირების მზარდი ტენდენციის პირობებში გართულდება მართვის პროცესი“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული რეგულაციების აღსრულება და ვაქცინაციის სწრაფი წარმართვაა.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მძვინვარებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯერ კიდევ პიკი არ არის, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალიან მაღალია. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
ამ დროისთვის საქართველოში 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია პრეპარატ Pfizer–ით მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer–ს, AstraZeneca–ს, Sinopharm–სა და Sinovac–ის შორის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 481.591 პირი, აქედან სრული ორი დოზით – 157.754 ადამიანი. ეპიდემიოლოგების განმარტებით, ვირუსის დამარცხებისთვის აუცილებელია ქვეყნის მოსახლეობის 60–70% ვაქცინირებული იყოს.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მოსახლეობის არავაქცინირებული ნაწილისთვის განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს.