https://sputnik-georgia.com/20210731/ramdeni-Tavisufali-adgilia-saqarTvelos-kovid-klinikebSi-tikaraZis-ganmarteba-252470420.html
რამდენი თავისუფალი ადგილია საქართველოს კოვიდ-კლინიკებში: ტიკარაძის განმარტება
რამდენი თავისუფალი ადგილია საქართველოს კოვიდ-კლინიკებში: ტიკარაძის განმარტება
Sputnik საქართველო
მინისტრის განცხადებით, ინტენსიურ განყოფილებაში 1.200-მდე კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, კორონავირუსით ინფიცირებული 31.295 პაციენტიდან უმეტესობა მკურნალობას ბინაზე... 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-31T14:43+0400
2021-07-31T14:43+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279130_0:90:1000:655_1920x0_80_0_0_1a2c1193b0b182f8289e2e78aea7ccf5.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს კლინიკურ სექტორში ამ დროისთვის 1000-მდე საწოლია თავისუფალი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. გასულ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობა 3.196-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 1.147 ადამიანი და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 419.534-ს მიაღწია. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.„დღესდღეობით, კლინიკურ სექტორში, 7 ათასამდე საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის, ინტენსიურ განყოფილებაში 1.200-მდე პაციენტი მკურნალობს. დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 ათას პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმეტესობა მკურნალობას გადის ბინაზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტები გადადიან კლინიკებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.ასევე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის მობილიზებულია და ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდსასტუმროებშიც.ქვეყანაში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით. საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა >>სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.
https://sputnik-georgia.com/20210731/kovid-statistika-regionebSi-252469582.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/08/250279130_0:26:1000:655_1920x0_80_0_0_d0df719bf5356202adc4cad7bd10ff4e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რამდენი თავისუფალი ადგილია საქართველოს კოვიდ-კლინიკებში: ტიკარაძის განმარტება
14:43 31.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) მინისტრის განცხადებით, ინტენსიურ განყოფილებაში 1.200-მდე კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, კორონავირუსით ინფიცირებული 31.295 პაციენტიდან უმეტესობა მკურნალობას ბინაზე გადის, იზრდება საწოლფონდი კოვიდ-სასტუმროებში
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს კლინიკურ სექტორში ამ დროისთვის 1000-მდე საწოლია თავისუფალი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. გასულ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობა 3.196-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 1.147 ადამიანი და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 419.534-ს მიაღწია. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
„დღესდღეობით, კლინიკურ სექტორში, 7 ათასამდე საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის, ინტენსიურ განყოფილებაში 1.200-მდე პაციენტი მკურნალობს. დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 ათას პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმეტესობა მკურნალობას გადის ბინაზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტები გადადიან კლინიკებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ასევე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის მობილიზებულია და ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდსასტუმროებშიც.
ქვეყანაში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით. საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.
სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.