https://sputnik-georgia.com/20210801/dakarguli-asaki-252480052.html
დაკარგული ასაკი – არარსებული დრო, ცხოვრებისეული პაუზა თუ ახალი მიზნების ხანა
დაკარგული ასაკი – არარსებული დრო, ცხოვრებისეული პაუზა თუ ახალი მიზნების ხანა
Sputnik საქართველო
ოდესმე გსმენიათ „დაკარგული ასაკის" სინდრომის შესახებ? დაკარგული ასაკი - ესაა 50-დან დაახლოებით 70 წლამდე პერიოდი. „დაკარგულს" კი იმიტომ უწოდებენ, რომ ეს დრო... 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T21:38+0400
2021-08-01T21:38+0400
2023-07-21T10:26+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23411/28/234112847_0:223:4272:2626_1920x0_80_0_0_d78ead92e4527c9aa0809da81bd74acf.jpg
არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდში ჯერ მთელი ძალით ვცდილობთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვჩანდეთ, შემდეგ კი სევდიანად ვაღიარებთ, რომ დავბერდით.შედეგად კი, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრებიდან უზარმაზარ მონაკვეთს ვჭრით, რომელიც შეიძლება ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყოს.ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 55-ის ან 60 წლის შემდეგ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე აღარც უნდა იფიქრო.სულაც არა! საიდუმლო მარტივია.55-ის მერე არ უნდა ეცადო იცხოვრო, როგორც 30 ან 40 წლისამ. ამის ნაცვლად თავს უფლება უნდა მისცე, განვითარდე.15 წლის როცა ვართ, ჩვენ ხომ არ ვცდილობთ ვიცხოვროთ, როგორ 5 წლისებმა, 30 წლისა — როგორც 15 წლისებმა? 15 წლისები არ ვთამაშობთ თოჯინებითა და ჯარისკაცებით. ხოლო 30 წლისანი არ ვუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც 15 წლისებს მოგვწონდა.ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ნაკლებ სიამოვნებას ვიღებთ. ეს ნიშნავს, რომ სიამოვნებას სხვა რამისგან ვიღებთ.ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ დაახლოებით 50-55 წლის ასაკში ჩნდება შეგრძნება, რომ ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა და რაღაც, რაც ამ მომენტში უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო. მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრებაში რაღაც შესვენებისმაგვარი ჩნდება – პაუზა, რომელიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შეიძლება დიდხანს, სიკვდილამდეც კი გაგრძელდეს.აქ საქმე მიზანთან გვაქვს. 50-ის მერე, სტანდარტულად, მიზნად ვისახავთ ვიცხოვროთ ადრინდელზე უკეთესად, გამოვიყურებოდეთ იმაზე ცუდად არა, ვიდრე უწინ, ვიმუშაოთ, იმაზე ცოტა არ გამოვიმუშაოთ, ვიდრე უწინ, უკეთ დავისვენოთ…და განა გასაკვირია, რომ ამდენი ადამიანი სევდით შეიგრძნობს, რომ 50-ის მერე მათი ცხოვრება თითქოს გაჩერდა? განა შეიძლება სხვაგვარად იყოს, როდესაც ვცდილობთ საკუთარი თავი გავიმეოროთ?სცადეთ და საკუთარ თავს სხვა მიზანი დაუსახეთ — იცხოვროთ უკეთ, ვიდრე აქამდე. მიიღოთ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება. უფრო მხიარულად გაერთოთ, საინტერესოდ დაისვენოთ, უკეთ გამოიყურებოდეთ, ძლიერ გიყვარდეთ. სცადეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ ცხოვრებას აზრი კვლავ მიეცა.სანამ ვფიქრობთ, რომ 50-ის მერე ჩვენი პირადი განვითარება სრულდება, სანამ სასოწარკვეთილი ვცდილობთ წარსულს ჩავებღაუჭოთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით, სიხარულზე და სიამოვნებაზე ფიქრიც არ ღირს.55-ის მერე სიხარული და კმაყოფილება ცხოვრებისგან მაშინ ჩნდება, როდესაც წარსულს გაუშვებთ და თავს უფლებას მისცემთ იცხოვროთ, შეიცვალოთ, განვითარდეთ, გახდეთ სხვანაირი, გყავდეთ ახალი მეგობრები, გქონდეთ ახალი გატაცება, საქმე, ახალი სიამოვნება.
https://sputnik-georgia.com/20190610/sakuTar-Tavze-ekonomiis-reJimSi-245536854.html
https://sputnik-georgia.com/20161104/me-es-gza-avirCie-ubralod-viyo-bednieri-233717575.html
https://sputnik-georgia.com/20161111/fani-ardani-minda-eSafotamde-RimiliTa-da-xelSi-Wiqa-RviniT-mivide-233787127.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23411/28/234112847_238:0:4035:2848_1920x0_80_0_0_686c829cf95a20ecfaa28681c3170deb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები
დაკარგული ასაკი – არარსებული დრო, ცხოვრებისეული პაუზა თუ ახალი მიზნების ხანა
21:38 01.08.2021 (განახლებულია: 10:26 21.07.2023) ოდესმე გსმენიათ „დაკარგული ასაკის" სინდრომის შესახებ? დაკარგული ასაკი - ესაა 50-დან დაახლოებით 70 წლამდე პერიოდი. „დაკარგულს" კი იმიტომ უწოდებენ, რომ ეს დრო ჩვენ ცხოვრებაში თითქოს არც არსებობს.
არ არსებობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდში ჯერ მთელი ძალით ვცდილობთ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვჩანდეთ, შემდეგ კი სევდიანად ვაღიარებთ, რომ დავბერდით.
შედეგად კი, უბრალოდ, საკუთარი ცხოვრებიდან უზარმაზარ მონაკვეთს ვჭრით, რომელიც შეიძლება ჩვენი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყოს.
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ 55-ის ან 60 წლის შემდეგ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღებაზე აღარც უნდა იფიქრო.
სულაც არა! საიდუმლო მარტივია.
55-ის მერე არ უნდა ეცადო იცხოვრო, როგორც 30 ან 40 წლისამ. ამის ნაცვლად თავს უფლება უნდა მისცე, განვითარდე.
15 წლის როცა ვართ, ჩვენ ხომ არ ვცდილობთ ვიცხოვროთ, როგორ 5 წლისებმა, 30 წლისა — როგორც 15 წლისებმა? 15 წლისები არ ვთამაშობთ თოჯინებითა და ჯარისკაცებით. ხოლო 30 წლისანი არ ვუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც 15 წლისებს მოგვწონდა.
ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ნაკლებ სიამოვნებას ვიღებთ. ეს ნიშნავს, რომ სიამოვნებას სხვა რამისგან ვიღებთ.
ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ დაახლოებით 50-55 წლის ასაკში ჩნდება შეგრძნება, რომ ცხოვრებაში რაღაც დამთავრდა და რაღაც, რაც ამ მომენტში უნდა დაწყებულიყო, არ დაიწყო. მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრებაში რაღაც შესვენებისმაგვარი ჩნდება – პაუზა, რომელიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, შეიძლება დიდხანს, სიკვდილამდეც კი გაგრძელდეს.
აქ საქმე მიზანთან გვაქვს. 50-ის მერე, სტანდარტულად, მიზნად ვისახავთ ვიცხოვროთ ადრინდელზე უკეთესად, გამოვიყურებოდეთ იმაზე ცუდად არა, ვიდრე უწინ, ვიმუშაოთ, იმაზე ცოტა არ გამოვიმუშაოთ, ვიდრე უწინ, უკეთ დავისვენოთ…
და განა გასაკვირია, რომ ამდენი ადამიანი სევდით შეიგრძნობს, რომ 50-ის მერე მათი ცხოვრება თითქოს გაჩერდა? განა შეიძლება სხვაგვარად იყოს, როდესაც ვცდილობთ საკუთარი თავი გავიმეოროთ?
სცადეთ და საკუთარ თავს სხვა მიზანი დაუსახეთ — იცხოვროთ უკეთ, ვიდრე აქამდე. მიიღოთ ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება. უფრო მხიარულად გაერთოთ, საინტერესოდ დაისვენოთ, უკეთ გამოიყურებოდეთ, ძლიერ გიყვარდეთ. სცადეთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ ცხოვრებას აზრი კვლავ მიეცა.
სანამ ვფიქრობთ, რომ 50-ის მერე ჩვენი პირადი განვითარება სრულდება, სანამ სასოწარკვეთილი ვცდილობთ წარსულს ჩავებღაუჭოთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც ადრე ვცხოვრობდით, სიხარულზე და სიამოვნებაზე ფიქრიც არ ღირს.
55-ის მერე სიხარული და კმაყოფილება ცხოვრებისგან მაშინ ჩნდება, როდესაც წარსულს გაუშვებთ და თავს უფლებას მისცემთ იცხოვროთ, შეიცვალოთ, განვითარდეთ, გახდეთ სხვანაირი, გყავდეთ ახალი მეგობრები, გქონდეთ ახალი გატაცება, საქმე, ახალი სიამოვნება.