https://sputnik-georgia.com/20210801/RISGANMZADDEBA-DA-RA-rIRS-tANAMEDROVE-OLIMPIURI-MEDLEBI-252479473.html
თუ ვინმემ გაყიდვა მოიწადინა: რისგან მზადდება და რა ღირს თანამედროვე ოლიმპიური მედლები
თუ ვინმემ გაყიდვა მოიწადინა: რისგან მზადდება და რა ღირს თანამედროვე ოლიმპიური მედლები
Sputnik საქართველო
1912 წლის სტოკჰოლმის თამაშების შემდეგ, ოლიმპიური ოქროს მედლები მყარი ოქროსგან აღარ დამზადებულა. ოლიმპიური მედლების შემადგენლობა კონტროლდება ისე, რომ ერთი... 01.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-01T18:00+0400
2021-08-01T18:00+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24723/17/247231799_0:194:2953:1855_1920x0_80_0_0_68afde111f2ae9a6dfb7852132a2725c.jpg
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. ყველა სპორტსმენს, რომელიც მონაწილეობას იღებს ტოკიო-2020-ში, აქვს შანსი, ოლიმპიადის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწეროს და მედალიც წაიღოს სახლში, რომლებიც ამჯერად ჯუნიჩი კავანიშის დიზაინით დამზადდა, წერს CNN-ი.თითოეული მედლის (ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს) დიამეტრი 85 მმ-ია, სისქე კი 7,7 მმ -დან 12,1 მმ -მდეა.ამასთან ოქროს მედალი სინამდვილეში დამზადებულია მოოქროვილი სუფთა ვერცხლისგან. მისი წონა 556 გრამია და დაახლოებით 6 გრამ ოქროს შეიცავს.ვერცხლის მედალი დამზადებულია სუფთა ვერცხლისგან და იწონის დაახლოებით 550 გრამს, ხოლო ბრინჯაოს მედალი დაახლოებით 450 გრამია და სინამდვილეში დამზადებულია 95% სპილენძისა და 5% თუთიისგან.რაც შეეხება ფასებს, ოქროს მედალი, მისი გადადნობის შემთხვევაში, დაახლოებით 800 დოლარის ღირებულებისა გამოვა, ვერცხლის მედალი — 450 დოლარისა, ბრინჯაოსი კი — 5 დოლარისა.მედლების სახით გაყიდვის შემთხვევაში ოლიმპიური ჯილდოები ბევრად ძვირი ღირს. ასე მაგალითად, ივლისის დასაწყისში 1896 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების (პირველი თანამედროვე ოლიმპიადა) გამარჯვებულის მედალი აუქციონზე 180 ათას დოლარად გაიყიდა (მაშინ პირველ ადგილზე გასულები ვერცხლის, ხოლო მეორე ადგილოსნები ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს); კუბელი მსროლელის, ლეურის პუპოს ოქროს მედალი, რომელიც მან ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა — 73,2 ათას აშშ დოლარად, ხოლო მისი თანამემამულე ივან პედროსოს მედალი (2000 წლის სიდნეის ოქროს ნახტომი) — 71,3 ათას დოლარად.თუმცა ეს ფასები ახლოსაც ვერ მოვა 1,46 მილიონ დოლართან, რომელიც ჯესი ოუენსის 1936 წლის ოლიმპიური მედლისთვის გადაიხადეს ბერლინის 2013 წლის აუქციონზე. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მედალი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინაიდან ერთ-ერთია იმ ოთხი მედლიდან, რომლებიც შავკანიანმა ოუენსმა მოიგო 1936 წლის ოლიმპიადაზე, რითაც პრაქტიკულად გააცამტვერა ჰიტლერისეული თეორია არიული რასის უპირატესობის შესახებ. როგორც ლონდონის ბოლდუინის სააუქციონო სახლის წარომადგენელი რიჩარდ გლედლი ამბობს, ოლიმპიელები, როგორც წესი, მედლებს გასაყიდად არ იმეტებენ. ეს ძალიან იშვითად ხდება, ისიც მხოლოდ საქველმოქმედო მიზნით.
https://sputnik-georgia.com/20210709/olimpiadis-istoria-saintereso-da-naklebcnobili-faqtebi-252265943.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24723/17/247231799_111:0:2842:2048_1920x0_80_0_0_c654bcd844b771c036466706f4015fed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თუ ვინმემ გაყიდვა მოიწადინა: რისგან მზადდება და რა ღირს თანამედროვე ოლიმპიური მედლები
18:00 01.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) 1912 წლის სტოკჰოლმის თამაშების შემდეგ, ოლიმპიური ოქროს მედლები მყარი ოქროსგან აღარ დამზადებულა. ოლიმპიური მედლების შემადგენლობა კონტროლდება ისე, რომ ერთი სეზონიდან მეორე სეზონამდე მისი ღირებულება მკვეთრად არ განსხვავდებოდეს
თბილისი, 1 აგვისტო - Sputnik. ყველა სპორტსმენს, რომელიც მონაწილეობას იღებს ტოკიო-2020-ში, აქვს შანსი, ოლიმპიადის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწეროს და მედალიც წაიღოს სახლში, რომლებიც ამჯერად ჯუნიჩი კავანიშის დიზაინით დამზადდა, წერს
CNN-ი.
თითოეული მედლის (ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს) დიამეტრი 85 მმ-ია, სისქე კი 7,7 მმ -დან 12,1 მმ -მდეა.
ამასთან ოქროს მედალი სინამდვილეში დამზადებულია მოოქროვილი სუფთა ვერცხლისგან. მისი წონა 556 გრამია და დაახლოებით 6 გრამ ოქროს შეიცავს.
ვერცხლის მედალი დამზადებულია სუფთა ვერცხლისგან და იწონის დაახლოებით 550 გრამს, ხოლო ბრინჯაოს მედალი დაახლოებით 450 გრამია და სინამდვილეში დამზადებულია 95% სპილენძისა და 5% თუთიისგან.
რაც შეეხება ფასებს, ოქროს მედალი, მისი გადადნობის შემთხვევაში, დაახლოებით 800 დოლარის ღირებულებისა გამოვა, ვერცხლის მედალი — 450 დოლარისა, ბრინჯაოსი კი — 5 დოლარისა.
მედლების სახით გაყიდვის შემთხვევაში ოლიმპიური ჯილდოები ბევრად ძვირი ღირს. ასე მაგალითად, ივლისის დასაწყისში 1896 წლის ათენის ოლიმპიური თამაშების (პირველი თანამედროვე ოლიმპიადა) გამარჯვებულის მედალი აუქციონზე 180 ათას დოლარად გაიყიდა (მაშინ პირველ ადგილზე გასულები ვერცხლის, ხოლო მეორე ადგილოსნები ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვეს); კუბელი მსროლელის, ლეურის პუპოს ოქროს მედალი, რომელიც მან ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა — 73,2 ათას აშშ დოლარად, ხოლო მისი თანამემამულე ივან პედროსოს მედალი (2000 წლის სიდნეის ოქროს ნახტომი) — 71,3 ათას დოლარად.
თუმცა ეს ფასები ახლოსაც ვერ მოვა 1,46 მილიონ დოლართან, რომელიც ჯესი ოუენსის 1936 წლის ოლიმპიური მედლისთვის გადაიხადეს ბერლინის 2013 წლის აუქციონზე. საქმე ისაა, რომ აღნიშნული მედალი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევა ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ვინაიდან ერთ-ერთია იმ ოთხი მედლიდან, რომლებიც შავკანიანმა ოუენსმა მოიგო 1936 წლის ოლიმპიადაზე, რითაც პრაქტიკულად გააცამტვერა ჰიტლერისეული თეორია არიული რასის უპირატესობის შესახებ.
როგორც ლონდონის ბოლდუინის სააუქციონო სახლის წარომადგენელი რიჩარდ გლედლი ამბობს, ოლიმპიელები, როგორც წესი, მედლებს გასაყიდად არ იმეტებენ. ეს ძალიან იშვითად ხდება, ისიც მხოლოდ საქველმოქმედო მიზნით.