რამდენი თავისუფალი ადგილია საქართველოს კოვიდ-კლინიკებში: ტიკარაძის განმარტება

© photo: Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs / FBხელოვნური სუნთქვის აპარატები
ხელოვნური სუნთქვის აპარატები - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
მინისტრის განცხადებით, ინტენსიურ განყოფილებაში 1.200-მდე კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, კორონავირუსით ინფიცირებული 31.295 პაციენტიდან უმეტესობა მკურნალობას ბინაზე გადის, იზრდება საწოლფონდი კოვიდ-სასტუმროებში
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. საქართველოს კლინიკურ სექტორში ამ დროისთვის 1000-მდე საწოლია თავისუფალი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება განსაკუთრებით გართულდა. გასულ დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობა 3.196-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 1.147 ადამიანი და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 419.534-ს მიაღწია. სპეციალისტები ვითარების გაუარესებას კოვიდ-შეზღუდვების გაუქმებით ხსნიან. დარჩენილი შეზღუდვებიდან ამ ეტაპზე მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში, აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა.
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
„დღესდღეობით, კლინიკურ სექტორში, 7 ათასამდე საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის, ინტენსიურ განყოფილებაში 1.200-მდე პაციენტი მკურნალობს. დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31 ათას პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმეტესობა მკურნალობას გადის ბინაზე. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტები გადადიან კლინიკებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ასევე, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ დროისთვის მობილიზებულია და ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდსასტუმროებშიც.
ქვეყანაში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ" შტამთან შედარებით. საქართველოში „ინდური" შტამის პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 27 მაისს დაფიქსირდა.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის მორიგი პარტია შემოვიდა >>
სპეციალისტების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკი აგვისტოშია მოსალოდნელი, როდესაც ე.წ. „ინდური“ შტამი „ბრიტანულს“ მთლიანად ჩაანაცვლებს.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური