https://sputnik-georgia.com/20210731/mTawmindaze-gauCinarebuli-qalis-saqme-vrceldeba-axali-detalebi-252473638.html
მთაწმინდაზე გაუჩინარებული უცხოელი ქალის საქმე: ვრცელდება ახალი დეტალები
მთაწმინდაზე გაუჩინარებული უცხოელი ქალის საქმე: ვრცელდება ახალი დეტალები
Sputnik საქართველო
შსს მთაწმინდაზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-31T16:54+0400
2021-07-31T16:54+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23629/33/236293398_0:12:1999:1142_1920x0_80_0_0_d663a455fc556d3e29c82372dee40262.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მთაწმინდის ტერიტორიაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.უკვე მეორე დღეა თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ქალს ეძებენ. გოგონა, სავარაუდოდ, თავდასხმის მსხვერპლი გახდა და დაიკარგა. შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელია.გავრცელებული ინფორმაციის, ახალგაზრდა ქალი სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.მეგობრების ერთი ნაწილი ამბობს, რომ გოგონას ტელეფონზე ზარი გადიოდა, თუმცა ის ზარებს არ პასუხობდა. ამასთან, ქალის ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მობილური ტელეფონი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი, თუმცა ეს დაუზუსტებელი ვერსიაა. სამართალდამცველებს ამასთან დაკავშრებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.„წელიწადზე მეტია ჩემი მეგობარი საქართველოში ცხოვრობს. ჩვენ ინგლისურის მასწავლებლებად ვმუშაობთ. ის მთამსვლელობით იყო გატაცებული და მთაწმინდაზე ვარჯიშობდა. გუშინ, საღამოს საათებში, მთაწმინდაზე წავიდა. არ ვფიქრობ, რომ შორს წასულიყო. წასვლის შემდეგ ამერიკელმა მეგობარმა დაურეკა და ისაუბრეს. მას შემდეგ არაფერი გაგვიგია“, - ამბობს დაკარგულის მეგობარი როსს ტომპსონი.მისივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დრონით მიმდინარეობს, ასევე ჩართულნი არიან კინოლოგებიც.გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაკარგულის ოჯახის წევრები მოემგზავრებიან. ისინი, თბილისში სავარაუდოდ, გვიან ღამით ჩამოვლენ. ასევე, ჩამოსვლას აპირებს ავსტრალიის კონსული, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება პროცესში.დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც პარასკევს საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტ გოგონას მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.შსს-ში ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
https://sputnik-georgia.com/20210731/mTawmindaze-turist-gogonas-eZeben-dawyebulia-gamoZieba-252470004.html
https://sputnik-georgia.com/20210731/maSvelebma-120-metris-simaRlidan-xevSi-cavardnili-turisti-amoiyvanes-252469634.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23629/33/236293398_0:0:1999:1257_1920x0_80_0_0_0d437d6aa007a161c9626bbc7f4c216f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
მთაწმინდაზე გაუჩინარებული უცხოელი ქალის საქმე: ვრცელდება ახალი დეტალები
16:54 31.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) შსს მთაწმინდაზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს, გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მთაწმინდის ტერიტორიაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალის, შანაი ბრუკის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
უკვე მეორე დღეა თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ ქალს ეძებენ. გოგონა, სავარაუდოდ, თავდასხმის მსხვერპლი გახდა და დაიკარგა. შანაე ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელია.
გავრცელებული ინფორმაციის, ახალგაზრდა ქალი სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.
მეგობრების ერთი ნაწილი ამბობს, რომ გოგონას ტელეფონზე ზარი გადიოდა, თუმცა ის ზარებს არ პასუხობდა. ამასთან, ქალის ერთ-ერთმა მეგობარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მობილური ტელეფონი მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა ნაპოვნი, თუმცა ეს დაუზუსტებელი ვერსიაა. სამართალდამცველებს ამასთან დაკავშრებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„წელიწადზე მეტია ჩემი მეგობარი საქართველოში ცხოვრობს. ჩვენ ინგლისურის მასწავლებლებად ვმუშაობთ. ის მთამსვლელობით იყო გატაცებული და მთაწმინდაზე ვარჯიშობდა. გუშინ, საღამოს საათებში, მთაწმინდაზე წავიდა. არ ვფიქრობ, რომ შორს წასულიყო. წასვლის შემდეგ ამერიკელმა მეგობარმა დაურეკა და ისაუბრეს. მას შემდეგ არაფერი გაგვიგია“, - ამბობს დაკარგულის მეგობარი როსს ტომპსონი.
მისივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები დრონით მიმდინარეობს, ასევე ჩართულნი არიან კინოლოგებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაკარგულის ოჯახის წევრები მოემგზავრებიან. ისინი, თბილისში სავარაუდოდ, გვიან ღამით ჩამოვლენ. ასევე, ჩამოსვლას აპირებს ავსტრალიის კონსული, რომელიც უშუალოდ ჩაერთვება პროცესში.
დაკარგული ტურისტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ზე მისმა მეგობარმა გაავრცელა. მისი განცხადებით, როდესაც პარასკევს საღამოს შანაი ბრუკს ბოლოს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ტურისტ გოგონას მოულოდნელად თავს დაესხნენ და ის დახმარებას ითხოვდა.
შსს-ში ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.