https://sputnik-georgia.com/20210731/maSvelebma-120-metris-simaRlidan-xevSi-cavardnili-turisti-amoiyvanes-252469634.html
მაშველებმა 120 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდნილი ტურისტი ამოიყვანეს
მაშველებმა 120 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდნილი ტურისტი ამოიყვანეს
Sputnik საქართველო
უცხოელი ტურისტი ხევში ჩაგორდა და მდინარეში ჩავარდა, მას სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა. 31.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-31T11:47+0400
2021-07-31T11:47+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24147/75/241477537_0:72:999:638_1920x0_80_0_0_a1a506033b6250e04bd1f11fd160be72.jpg
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბისკენ მიმავალ მარშრუტზე მაშველებმა ხევში ჩავარდნილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფიდან ერთ-ერთი ტურისტი დაგორდა ფერდობიდან და ჩავარდა მდინარეში, რის გამოც ითხოვდნენ სამაშველო ჯგუფის დახმარებას.შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ადგილზე მისული ჯგუფის ინფორმაციით, დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდან ფერდობზე დაგორებულ ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.სამაშველო ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტურისტი ხეობიდან ამოიყვანა და საკაცის საშუალებით, დაახლოებით 5-კილომეტრი მანძილის გავლის შემდეგ საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანა, საიდანაც დაშავებული ტურისტი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.უწყების ინფორმაციით, უიღბლო ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24147/75/241477537_0:41:999:669_1920x0_80_0_0_fd556f047ef93ba8bc7fc03d079b1392.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო
მაშველებმა 120 მეტრის სიმაღლიდან ხევში ჩავარდნილი ტურისტი ამოიყვანეს
11:47 31.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) უცხოელი ტურისტი ხევში ჩაგორდა და მდინარეში ჩავარდა, მას სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბისკენ მიმავალ მარშრუტზე მაშველებმა ხევში ჩავარდნილი უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს, ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფიდან ერთ-ერთი ტურისტი დაგორდა ფერდობიდან და ჩავარდა მდინარეში, რის გამოც ითხოვდნენ სამაშველო ჯგუფის დახმარებას.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ადგილზე მისული ჯგუფის ინფორმაციით, დაახლოებით 120 მეტრი სიმაღლიდან ფერდობზე დაგორებულ ტურისტს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.
სამაშველო ჯგუფმა კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი დაშავებული ტურისტი ხეობიდან ამოიყვანა და საკაცის საშუალებით, დაახლოებით 5-კილომეტრი მანძილის გავლის შემდეგ საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანა, საიდანაც დაშავებული ტურისტი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
უწყების ინფორმაციით, უიღბლო ტურისტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.