https://sputnik-georgia.com/20210730/svaneTSstiqiis-SedegebTan-brZola-grZeldeba-252461321.html
სვანეთში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება
სვანეთში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება
Sputnik საქართველო
ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზების, ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად... 30.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-30T12:17+0400
2021-07-30T12:17+0400
2021-10-19T18:02+0400
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460916_0:61:2049:1213_1920x0_80_0_0_b2bdcfa1cd6d80737a47aa7cf3f0b498.jpg
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ლენტეხში
ბოლო დღეებში გადაუღებელმა წვიმებმა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სერიოზული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზემო სვანეთშიც. ინტენსიური წვიმების შედეგად დაიმეწყრა მესტია–უშგულის საავტომობილო გზა, წაქცეული იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა ელექტროსადენები. სტიქიამ 20-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა.დღეს არსებულ სიტუაციას ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან ერთად გაეცნო.„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში სხვადასხვა სახის სამუშაოები დღის მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა. „ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აქტიური სამუშაოების შედეგად სოფელ ტვიბის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა“, – ნათქვამია განცხადებაში.გარდა ამისა, სოფელ ესიერში აღდგა შიდა სასოფლო გზა. სოფელ მუწდის მიმართულებით გადაადგილება კი ჯერ მხოლოდ საცალფეხო ბილიკით არის შესაძლებელი.სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენიმე სოფელი კვლავ ჩაკეტილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგია მხოლოდ სოფელ ბავარს არ მიეწოდება, თუმცა, როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი სამსახურების აქტიური ჩართულობით სიტუაცია უახლოეს მომავალში დასტაბილურება.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს, თავი შეიკავონ ამ მიმართულებებით გადაადგილებისგან და დაემორჩილონ გზაზე დაწესებულ შეზღუდვებს.
https://sputnik-georgia.com/20210728/viTareba-gzebze-stiqiisgan-dazianebuli-gzebis-aRdgena-grZeldeba-252443186.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1e/252460916_174:0:1873:1274_1920x0_80_0_0_a9cf37b7a160b4461e58eb4cd802b7a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
სვანეთში სტიქიის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება
12:17 30.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზების, ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ლენტეხში
ბოლო დღეებში გადაუღებელმა წვიმებმა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სერიოზული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზემო სვანეთშიც. ინტენსიური წვიმების შედეგად დაიმეწყრა მესტია–უშგულის საავტომობილო გზა, წაქცეული იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა ელექტროსადენები. სტიქიამ 20-მდე სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა.
დღეს არსებულ სიტუაციას ადგილზე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან ერთად გაეცნო.
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში სხვადასხვა სახის სამუშაოები დღის მანძილზე ინტენსიურად მიმდინარეობდა. „ენერგო პრო ჯორჯიას" მიერ აქტიური სამუშაოების შედეგად სოფელ ტვიბის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღუდგა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სოფელ ესიერში აღდგა შიდა სასოფლო გზა. სოფელ მუწდის მიმართულებით გადაადგილება კი ჯერ მხოლოდ საცალფეხო ბილიკით არის შესაძლებელი.
სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რამდენიმე სოფელი კვლავ ჩაკეტილია. ამ ეტაპზე ელექტროენერგია მხოლოდ სოფელ ბავარს არ მიეწოდება, თუმცა, როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინტენსიური სამუშაოებისა და შესაბამისი სამსახურების აქტიური ჩართულობით სიტუაცია უახლოეს მომავალში დასტაბილურება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს, თავი შეიკავონ ამ მიმართულებებით გადაადგილებისგან და დაემორჩილონ გზაზე დაწესებულ შეზღუდვებს.