https://sputnik-georgia.com/20210728/viTareba-gzebze-stiqiisgan-dazianebuli-gzebis-aRdgena-grZeldeba-252443186.html
ვითარება გზებზე - სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენა გრძელდება
ვითარება გზებზე - სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენა გრძელდება
Sputnik საქართველო
დაზიანებული გზის აღდგენისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მძიმე ტექნიკის საშუალებით მუშაობენ. 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T13:51+0400
2021-07-28T13:51+0400
2021-10-19T18:02+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ამინდი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24593/11/245931146_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_c57cdb3e307b06574030b32f28fbd613.jpg
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენით სამუშაოები აქტიურად გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ძლიერმა წვიმამ გუშინ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან ხიდი დააზიანა. ადგილზე გუშინ დილიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა უკვე შესაძლებელია, ხოლო უმოკლეს ვადებში საავტომობილო მიმოსვლა გზაზე სრულად აღდგება.უწყების ცნობით, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მიწის ვაკისზე, ასევე მდინარის კალაპოტში.საავტომობილო მოძრაობა აღდგა ლენტეხი–მესტიის გზაზე, სადაც გუშინ მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური გზა დააზიანა.რაც შეეხება გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებს – დურაშს, ტვიბსა და საყდარს (ქვემო სვანეთი), მიმდინარეობს მათთან მისასვლელი გზის გაწმენდა.ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რითიც მეწყრული პროცესების პროვოცირება მოხდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმიანი ამინდი 29 ივლისამდე შენარჩუნდება.
https://sputnik-georgia.com/20210727/adidebulma-mdinarem-saavtomobilo-gza-daaziana-252431948.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24593/11/245931146_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_d37fe0ad73234b15f14e89902e0fea50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ამინდი საქართველოში, საქართველო
ვითარება გზებზე - სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენა გრძელდება
13:51 28.07.2021 (განახლებულია: 18:02 19.10.2021) დაზიანებული გზის აღდგენისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მძიმე ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენით სამუშაოები აქტიურად გრძელდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
ძლიერმა წვიმამ გუშინ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა. უწყებაში აცხადებენ, რომ ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან ხიდი დააზიანა. ადგილზე გუშინ დილიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის გზაზე მოძრაობა უკვე შესაძლებელია, ხოლო უმოკლეს ვადებში საავტომობილო მიმოსვლა გზაზე სრულად აღდგება.
უწყების ცნობით, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც მიწის ვაკისზე, ასევე მდინარის კალაპოტში.
საავტომობილო მოძრაობა აღდგა ლენტეხი–მესტიის გზაზე, სადაც გუშინ მდინარე ცხენისწყალმა ცენტრალური გზა დააზიანა.
რაც შეეხება გარე სამყაროს მოწყვეტილ სოფლებს – დურაშს, ტვიბსა და საყდარს (ქვემო სვანეთი), მიმდინარეობს მათთან მისასვლელი გზის გაწმენდა.
ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რითიც მეწყრული პროცესების პროვოცირება მოხდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმიანი ამინდი 29 ივლისამდე შენარჩუნდება.